28.04.2014
)))
32, Paris, Prantsusmaa

მონატრება საკმაოდ უცნაური გრძნობაა.. თან გსიამოვნებს რომ გენატრება და თან აღარ გინდა რომ გენატრებოდეს… გსიამოვნებს იმიტომ, რომ ადრე იქნება თუ გვიან მაინც ნახავ და მაგრად, ძალიან მაგრად ჩაეხუტები და კიდევ 10 წუთი მაინც გენატრება, არ გჯერა რომ მასთან ერთად ხარ, რომ მას ეხუტები. ჩაეხუტები ისე ძლიერად როგორც არასდროს შეიგრძნობ და თითქმის სულში ჩაიძვრენ! მაშინ ყველაზე ძალიან გიყვარს! მაშინ აღმერთებ! მის მეტი აღარავინ და აღარაფერი გინდა! გინდა რომ დრო გაჩერდეს და სულ ასე ჩახუტებულები იყოთ! და პირველი კითხვაც მაშინვე მოდის: ”ხომ აღარ დამტოვებ? ხომ აღარ მომენატრები? ხომ სულ ჩემთან ერთად იქნები?” , პასუხი რათქმა უნდა დადებითია იმიტომ რომ მაგ დროს სხვა პასუხს ვერ გაგცემს, მაგ დროს ვერ ფიქრობს რომ შეიძლება ისევ მოუწიოს რაღაც მიზეზების გამო შენი ცოტა ხნით დატოვება. იმ ცოტა ხნით რომელიც შენთვისაც და მისთვისაც საუკუნეა. გული გითბება, სიყვარულით, სიხარულით და ბედნიერებით ივსები და სადღაც შორს ძალიან შორს დაფრინავ. იმ დროს თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი გგონია, რადგან მაგ დროს სამყაროში მხოლოდ თქვენ ორნი ხართ! თვალებში ჩახედავ და სიტყვები ზედმეტია, რადგან თვალები იმ წუთას ყველაფრის მთქმელია. ბრწყინავს, არა უფრო მეტია ვიდრე ბრწინვალებაა. სიყვარულს აფრქვევენ და სიცოცხლით გავსებენ.

31 vaatamisi
 
Kommentaarid
xameleon 29.04.2014

monatreba.......

GVaNC GVaNC 29.04.2014

=)))

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.