მე ძველმოდური ვარ.
26, Tbilisi, Gruusia

მე ძველმოდური ვარ.
თუ კაცს ვხვდები ესეიგი მასში ჩემს მომავალ ქმარს და ჩემი შვილების მამას ვხედავ. დიახ, მან უნდა მთხოვოს ქორწინება, თუ ჩვენი ურთიერთობა მართლა სერიოზულია უნდა გამაცნოს მშობლებიც, ძაღლიც და საუკეთესო მეგობარიც.
მე ძველმოდური ვარ.
მე ვთვლი რომ საჭმლის მომზადება, მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. მე ვხედავ ამაში ქალურ ბედნიერებას-ვიზრუნო ჩემს მამაკაცზე.
მე ძველმოდური ვარ.
მე ვთვლი, რომ კაცი ცოტა უხეში უნდა იყოს, მამაცი და ძლიერი,რომ მე ვიყო ნაზი,სუსტი და მშიშარა, ვიზეც ასე სასიამოვნოა ზრუნვა და მაშინაც კი, თუ მე ძლიერი ვარ, მე უნდა ვიყო სუსტი.
მე ძველმოდური ვარ.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მართალი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ჩვენ ერთად უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და ჩვენი არჩევანი.
მე ძველმოდური ვარ.
მე არ დავწვები დასაძინებლად თუ ის სამსახურიდან, ნადირობიდან ან ფეხბურთიდან მოსვლას აგვიანებს, მე დაველოდები ფანჯარასთან და გავუთბობ სადილს სანამ ის კიბეებს ამოივლის.
მე ძველმოდური ვარ.
მე მინდა კარგად გამოვიყურებოდე მისთვის, რომ მან შეაფასოს და იფიქროს რა კარგი ვყავარ, ამიტომაც ვხარჯავ და დავხარჯავ ამდენს, რომ მას მოვეწონო.
მე ძველმოდური ვარ.
მე მინდა ვიყო მისი ერთადერთი ქალი, და მეტი არაფერი. გუშინ დღეს ხვალ და მთელი ცხოვრება, მაშინაც კი, თუ მას გადაასახლებენ და ხალხის მტრად გამოაცხადებენ."

82 vaatamisi
 
Kommentaarid
vakho44 20.12.2016

მეც ძველმოდური ვარ. და ვოცნებობ ასეთ ცოლზე.

Ankkk Ankkk 25.12.2016

dzalian kargi

levan89 25.12.2016

ძველმოდური კი არა სწორად მოაზროვნე ადამიანი ხარ! დღეს კი უმეტესობა გასულელებულია და ვერ ხვდებიან რა არის კარგი და ცუდი

Ankkk Ankkk 25.12.2016

madloba levan

apshina1135 19.12.2016

*THUMBS UP*

apshina1135 19.12.2016

(Y)

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.