Kasutaja Ankkk päevik

Ankkk
26, Tbilisi, Gruusia

იმ დღეს უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი.. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ მხოლოდ მაშინ მოვახერხე ყველაფერზე ერთად ფიქრი და შედეგმაც არ დააყოვნა.

სიხარულის ცრემლები არ ყოფილა, თუმცა მაინც მადლობელი ვიყავი იმიტომ, რომ რაღაც მაინც გამაჩნდა.
სულ რომ არაფერი, ვხედავდი, მესმოდა, ვსაუბრობდი და ვგრძნობდი კიდეც. თუმცა ალბათ ამ ოთხიდან, ვისურვებდი ბოლო გრძნობის შესაძლებლობა არ მქონოდა.
ყველაფერი ერთად დამატყდა თავს.

შარშანდელი ზაფხული, წლევანდელი ზამთარი და კიდევ მომავალი წლის შემოდგომაც.
ყველაფერზე ერთად მქონდა საფიქრალი.
როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ, როგორი სევდიანი ახლა და როგორი უბედური მომავალში..

შესაძლოა მხედველობაც წაერთმია ღმერთს ჩემთვის, სმენის უნარიც, საუბრის შესაძლებლობაც, თუმცა ზუსტად ვიცი, გრძნობებს არასდროს წამართმევდა და სწორედ ეს იყო ჩემი სასჯელიც.
ასეთი უბადრუკი, ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. რა მიქენით?…


ერთმანეთი შემოდგომაზე უნდა შეგვიყვარდეს.
უნდა შეგ(ვ)იყვარდე(ს). !!
გვიან ოქტომბერში, წვიმისგან ატალახებულ ქუჩებში. სიცივისგან აწითლებული სახეებით, დასვრილი ფეხსაცმლით, უფორმო სვიტრებით. უნდა შეგვიყვარდეს აკანკალებული თითებით, დამსკდარი ტუჩებით. უფერულ ტანსაცმელში გამოწყობილებს. ისეთსავე ამინდში, როგორებიც ვართ ჩვენ თავადვე. იშვიათად, ან ხშირად.
უნდა შეგვიყვარდეს ტალახით გაზუნზლულებს, სველი თმებით. ისე უნდა შეგვიყვარდეს, არც გვინდოდეს გამოდარება. სხვები რომ შეწუხებული სახეებით გაექცევიან წვიმას, ჩვენ არსად უნდა გვქონდეს გასაქცევი. დაგვასველებს მხოლოდ, არაფერი მოგვივა ერთმანეთის გვერდით.
უნდა შეგვიყვარდეს რეალური სახეებით და არა შეღებილი თვალებითა და ტუჩებით.
გაზაფხულზე ყველა შეგვიყვარებს. ჩავიცვამთ, მე ჭრელ კაბებს, შენ ფერად პერანგებს. ჩავიწნი თმაში ყვავილებს და გავლამაზდებით. მზისფერი გახდება კანიც. გაზაფხულზე შეყვარება ადვილია. მოვეწონებით, ჩვენი უსახური, სქელი ტანსაცმლიდან…




მე ძველმოდური ვარ.
თუ კაცს ვხვდები ესეიგი მასში ჩემს მომავალ ქმარს და ჩემი შვილების მამას ვხედავ. დიახ, მან უნდა მთხოვოს ქორწინება, თუ ჩვენი ურთიერთობა მართლა სერიოზულია უნდა გამაცნოს მშობლებიც, ძაღლიც და საუკეთესო მეგობარიც.
მე ძველმოდური ვარ.
მე ვთვლი რომ საჭმლის მომზადება, მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. მე ვხედავ ამაში ქალურ ბედნიერებას-ვიზრუნო ჩემს მამაკაცზე.
მე ძველმოდური ვარ.
მე ვთვლი, რომ კაცი ცოტა უხეში უნდა იყოს, მამაცი და ძლიერი,რომ მე ვიყო ნაზი,სუსტი და მშიშარა, ვიზეც ასე სასიამოვნოა ზრუნვა და მაშინაც კი, თუ მე ძლიერი ვარ, მე უნდა ვიყო სუსტი.
მე ძველმოდური ვარ.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მართალი უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ჩვენ ერთად უნდა დავაფასოთ ერთმანეთი…


გამარჯობა ქალბატონო ლალი, ასე მოგმართავთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის არავის უსწავლებია როგორ უნდა მომეხსენიებინა ის ადამიანი,ვინც გამაჩინა, ვისი სისხლიც ჩქეფს ჩემს ძარღვებში,ვისი გულიც მარტო მე მაქვს ნანახი შიგნიდან და ვინც მხოლოდ იმიტომ მიმატოვა რომ არ ვიყავი იმდენად ჯანმრთელი და იმდენად სასურველი, რომ აღვეზარდე.

ქალბატონო ლალი, არ გავიდოდა არც ერთი დაბადების დღე თქვენ რომ
არ გამხსენებოდით. ყოველთვის მეგონა აი იმ რკინის კარს გააღებდით და ჩემს მომვლელს ეტყოდი ”მე სოფიკოს დედა ვარ”, მაგრამ არა. არც ერთ წელს არ იღებოდა ეს დასაწვავი კარი. თუმცა თანდათან ქრებოდა ეს მოლოდინი , თანდათან უფერულდებოდა ჩემი ოცნება და აი, გუშინ, როდესაც 16 წლის იუბილე ხაჭაპურებითა და წვენებით აღვნიშნეთ…


„სამარხში ორი ჩონჩხი იპოვეს, ერთი ეტყობოდა ნატიფი ახალგაზრდა ქალისა უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე სავარაუდოდ, კუზიანი, მახინჯი ადამიანისა, რომელსაც ძნელად თუ შეიძლება უწოდო ადამიანი.იგი ისე ეკვროდა ქალის სხეულს, რომ ძნელად მოხერხდა მათი დაშორება“...ამ ისტორიამ ვიქტორ ჰიუგოს გენიალური რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ შეაქმნევინა, სწორედ ამ ნაწარმოებში გაცოცხლდა სამარხის გმირები ესმერალდა და კვაზიმოდო, ეს სწორედ ესმერალდას აკლდამა იყო, ქალის ჩონჩხზე გადამხობილი მეორე ადამიანი კი კვაზიმოდო, რომელიც ესმერალდას აკლდამაში შევიდა და საყვარელი ქალის გვერდით დალია სული, რათა სიკვდილის შემდეგ მაინც ღირსებოდა ცხოვრების ერთადერთ სიყვარულთან ერთად ყოფნა.



26.04.2017

და უცებ იმ კედელზე, თავს ზემოთ, გეგამ იმ ინგლისური სიმღერის ტექსტი დაინახა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენდნენ ხოლმე გეგა და თინა, როცა ისინი ერთად იყვნენ და კედელზე ინგლისურად ეწერა მხოლოდ ორი სიტყვა იმ სიმღერიდან “Wish You” გამომძიებლის ოთახიდან გამოსვლისას, როცა ბადრაგმა კიდევ ერთხელ უბრძანა კედელთან სახით დადგომა, გეგამ მოასწრო და სახელოში დამალული კალმით ორი სიტყვა მიაწერა კედელზე იმ ტექსტის ქვემოთ, სადაც თინას ნიშანი ეგულებოდა “Were Here''


ჩემნაირი გოგოები არ უყვარდებათ.
ჩემნაირ გოგოებზე ფიქრში, არავინ ათენებს ღამეს.
ჩემნაირ გოგოებს არც წითელ ვარდებს ჩუქნიან, არც თეთრ გვირილებს და არც იასამნებს.
ჩემნაირ გოგოებს სიმღერებსაც არ უძღვნიან.
ჩემნაირ გოგოებს მეგობრებიც ტოვებენ.
მომაბეზრებელი ხდება გვერდით ჩემნაირი გოგოს ყოლა, ჩემნაირი ხასიათებით, ჩემნაირი სიტყვებითა და ჩემნაირი გრძნობებით.
და, უბრალოდ მიდიან.
უთქმელად, უსიტყვოდ, უკან მოხედვის გარეშე.
მიდიან და მათ ცხოვრებაში ჩემნაირი გოგო კი არა, ცარიელი ფურცელი რჩება, რომელზეც ახალი ამბის გადაწერა ისე შეიძლება, ძველის კვალიც რომ არ დაემჩნეს საშლელით გაუხეშებულ ფურცელს.
შემდეგ, ახსნა მხოლოდ ისაა, რომ ასეთი ხარ.
რომ თავიდანვე გაგაფრთხილეს.
რომ არ უნდა ნდობოდი ზედმეტად.
რომ არ უნდა გქონოდა იმედები, რადგან შენნაირი გოგოები ბოლოს…


გამარჯობათ ლევან,მე თქვენი ცოლის საყვარელი ვარ.თქვენი ცოლის,რომელზეც თქვენ ამბობთ,რომ მას აკლია.დიახ,გეთანხმებით,მეც ვამბობ,რომ მას მართლაც აკლია,აკლია სითბო და ალერსი,ყურადღება და სიყვარული.თქვენ,თქვენს ძმაკაცებთან ამბობთ,და არ გრცხვენიათ,რომ მას სცემთ.იცით,მეც ვამბობ ჩემს ძმაკაცებთან,და არ მრცხვენია,რომ მას ვცემ,ძალიან დიდ პატივს ვცემ.თქვენი ცოლი ჭკუიდან იშლება,რადგან თქვენ ყოველთვის მთვრალი ხართ.ჰო,ჩემი სიმთვრალითაც იშლება ჭკუიდან თქვენი ცოლი,როცა მისი სიყვარულით ვთვრები,ნამდვილად ჭკუას კარგავს.ლევან თქვენ კვირაობით არ მიდიხართ თქვენს საკუთარ სახლში;აქაც გეტყვით – სწორედ მაგ დროს მეც არ მივდივარ სახლში,ჩემს საკუთარ სახლში.თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ,რას უყურებს ფანჯარასთან მდგარი თქვენი ცოლი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს,მაშინ,როცა თქვენ ვერაფერს ხედავთ.მეც წარმოდგენა არ მაქვს,როგორ მიყურებს თქვენი ცოლი,როცა მეც ვერაფერს ვხედავ კორპუსის მოპირდაპირე მხრიდან.ლევან,მას თქვენთვის არასოდეს უთქვამს,რომ…


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.