Kasutaja landushki päevik

landushki
30, Tbilisi, Gruusia

08.01.2013

არიან სავარძლები,
არიან გვირგვინები,
უბრალოდ პატრონები ეცვლებათ,
ტანიდან გვიცილებენ,
ხორციდან გვიცილებენ,
უქმ და უსარგებლო ქერცლებად,
თავისფრად დაგვფერავენ,
და ნივთის ძლიერებით,
ხდებიან ბატონები დიადი,
თავში ფუფუნების ქაოსია,
თვალებში უმწეობის წყვდიადი,
ცვდებიან სავარძლებიც,
ცვდებიან გვირგვინებიც,
და რომ აღარ გვახრჩობს ლორწო,
მერე უფრო გამძლეს,
და ახალს ვაკეთებთ,
რადგან მათთვის ბრძოლა
მოგვწონს.

დიმა


მე მოვალ ქარად,

დამსხვრეული მინების მსგავსად,

ჟანგისფერ სივრცეს ბურუსიან მირაჟად ვაქცევ,

ქარებად მოვალ,

არ დავტოვებ საათის ისრებს,

დავლეწავ სივრცეს,დროს გავაქრობ,გავაქრობ წამებს!

ქარიშხლად მოვალ,

გადავუვლი ყველაფერ ნაცნობს,

კიბით ავყვები ცის თაღების უცნობ მიჯნამდე,

მოვალ ქარიშხლად,

მიწად ვაქცევ ციურ მშვენებას,

იმ მოციმციმე ვარსკვლავების ფერის ჯინაზე.

მე მერეც მოვალ,

მოვალ ჩუმად,უთქმელად მოვალ,

ბეწვის ხიდს გავდებ და ავივლი მიწიდან ცამდე,

ამქვეყნიური უამინდო დროის მანძილზე,

მე ჩემს სტიქიას ჩემებურად რომ შევქმნი,გწამდეს!

მე მოვალ ჭექად,

მოვალ ელვად,ქუხილად მოვალ,

მოვალ ქარად და წვიმად მოვალ,

არც მოვალ მერე...

ჩემი სამყარო ამ ქაოსში დამსგავსებია,

უფლის იმედად დატოვებულ განდეგილ ბერებს.

მე მოვალ წვიმად,

დაგასველებ ჩემი ლექსებით,

დავუკრავ შენთვის და იქნება ბევრი მინორი,

მე წვიმად მოვალ,

არეული წვეთების თავსხმად,

ქარში დაგკარგავ და ქარშივე ისევ გიპოვნი!


ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით

და როცა მეწყება განსაცდელი,

როდესაც შენს გარდა აღარსაით,

არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტათი დამიამე.

შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,

ძარღვებში სისხლივით დამიარე,

თვალებში შუქივით შეიჭერი.

შემივსე საგულე ცარიელი

და,ნიშნად ხელახლა დაბადების,

სიმხნევე მაღირსე წამიერი,

არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.

არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,

ირწმუნე სათქმელი განდობილი,

მაღირსებ ოცნების შესრულებას?

ცოტასიც დავრჩები მადლობელი.

ჰო,მაგრამ მარტოდენ ბოდვებია

ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,

სხეულზე ცეცხლივით მომდებია

სიცოცხლის უშენოდ დასასრული.

და იწვის ბუხარში წუხანდელი

წერილი,კუნძივით მობრიალე,

სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:

მარტო ვარ,მომხედე, მომიარე!

ლურჯ კვამლად იერთებს სკვამური

ლიცლიცა ღამეებს,საღამოებს

და როგორც ვეება სალამური,

ოთახში აკვნესებს სალამურებს.

ქარს მიაქვს ნაშთივით მქარე ბოლი

და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,

ვით გულის ჯიბიდან ვალიდოლი,

აბებად გულისკენ გადასული.

თავზე ცა მემღვრევა შავ ზღვასავით,

მეწყება უწყალო განსაცდელი,

გამიგე,შენს გარდა აღარსაით

არ მქონდა,არცა მაქვს გასაქცევი.


ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
ცოტა დიდივით იფიქრე
და დიდივით მოიქეცი
რა თვალებჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი?
რადროს შენი ეგეთებია, და რაღადროს ჩემი ეგეთებია!
ან მოიქეცი ისე
როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან.
სარკის წინ რო ტრიალებ საათნახევარი
ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო.
რო დამაყუდებ და მალოდინებ
და მეც ნერვებს რომ მაშლევინებ
რა პაემანივით ვდგავარ ამხელა კაცი
და რა პატარა ბიჭივით ვნერვიულობ!
რა წარამარა საათზე ვიხედები და
რა წარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს.
არ გაგივა ეგეთები!
აჰა, მოდიხარ!
ქუსლებზე შემდგარი,
ძლივს იკავებ თავს რო არ წაიქცე.
ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს.
მოკლე კაბაც მოგინახია
და ეს ჩვევაც გისწავლია, სიარულის დროს შიგადაშიგ ქვემოთ რომ ქაჩო.
თმას ხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ და
ისე მიღიმი
გეგონება წაქცევას ვაპირებ.
არ გაგივა მეთქი!
ნუ მედიდები!
ნუ…


აცივდა აქეთ, ნაცრისფერი ჩამოწვა მთებზე,
მაღლა ყაზბეგში , ალბათ , თოვლი მოვიდა უკვე,
კავკასიონზე დარაჯია და ჯაშუშს ეძებს,
ხან კი გადამქრალ სენაკებში საკმეველს უკმევს.
ქვემოთ ხეები შიშვლდებიან ზეცის კარნახით,
მთებმა ნისლები ტანზე მჭიდროდ შემოიხვიეს,
სულელი მთვარე აშუღივით სატრფოს გასძახის,
სცივათ ტირიფებს, გაძარცულებს, სასომიხდილებს.
მოდი და ნუღარ შეგაწუხებს სიკვდილზე ფიქრი,
იცის ზამთარმა -ყელზე დარდის დანას დაგადებს.
მეტეხმა მტკვარში ჩააწვეთა ბებერი სისხლი,
ახლა ფიცვერცხლით მდუმარებას მასაც გადასდებს.
ჩამოივლიან დეკემბრები , იანვარები
და აქ ისეთი არაფერი არ შეიცვლება,
მხოლოდ მე წავალ ბეწვის ხიდზე განატარები,
როგორც წასულან გარდასულის გასამტკიცებლად...
ქუჩის ბოლოში ხელგაწვდილი კაცია ერთი,
თვალებში მძიმე მწუხარება უდგას ცრემლებად,
მე ვერ შევძელი...თუ მეღირსა დანახვა ღმერთის,
ვთხოვ, ანგელოზი გაუგზავნოს მისაშველებლად.


დედა ისეთი ლამაზი ხარ რომ არ შემიძლია გაზაფხულს არ შეგადარო შენ მოგვეცი სიცოცხლე გაზაფხული კი ბუნებას აცოცხლებს შენ გაზაფხულივით ლამაზი და კეთილი ხარ გაზაფხული არაფერს იშურებს ბუნებისათვის და შენ შენი შვილებისათვის ძალიან მიყვარხარ და მადლობა ყველაფრისთვის


შენი შვილი რატი


შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან
და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა
- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ
მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით…


დრომ გადათელა ჩემი სული მძიმე ფლოქვებით,
დრომ ღამის მეკვლედ მომიქცია ცისკრის ტოროლა
და შემოდგომას მოღწეული ხმელი ფოთლები
საფარფატოდღა დამიტოვა თითო-ოროლა.

მიტომაც ხედავ ჩემს მზერაში სიცოცხლის დამლევს,
ჩემს წუთისოფელს ჩამავალ მზეს მიტომ ადრიან,
გარდაცვალების მოციქულად მოვლენილ ღამეს
მიტომ ვუმზადებ საბრძანებელს დილაადრიან.

მიტომაც ვდგავარ დროის ფერფლით გარსმოხვეული,
მიტომ მამსგავსებ სიყმაწვილის მიმქრალ ორეულს,
მშიერი მიწის საკვებადღა შემრჩა სხეული
და მიტომ ვგავარ მე სიკვდილით ვნებამორეულს.

და რადგან ასე დავრდომილს და დღემოკლეს მხედავ,
მე შენს სიყვარულს უფრო ძლიერ ამიტომ ვბედავ



თარგმნა ვახტანგ ელერდაშვილმა


უხამსი ფიქრებით ავიტან ალიონს,
მაესტროს მორალი ყელში მაქვს გაჩრილი,
მინდა, რომ სიბილწემ აზრები არიოს,
შურისგან დამაწყდეს ბახუსის აჩრდილი,
მიწიდან გამტვრეულს სიზმარი ამათრევს,
რამდენი არაბაც არუნდა დარაზოთ,
ყოველი ნაგავის მოწევას ვამართლებ,
ჩაპლინის იერით ლოთი რომ მთავაზობს,
ინდიელ შამალის პაროდისტს ვგავდი,
ცუდად რომ ასრულებს უსწავლელ რევერანსს,
ოტელო რომ ვიყო სუფლიორს მოვკლავდი,
სიცილს რომ იჩემებს ყოველწუთს, ყოველწამს
კბილებით ვიკავებ, ძუნწ სიტყვებს ვერევი,
გალკინის ნაცვალდ კი ვკითხულობ ყანწელებს,
რავქნა, თუ დააწყდა ნევრებირ ეჟისორს,
კლოუნ იდაბოღმილ მონოლოგს აგრძელებს,
ნევრები მოშლილი ვისააქვს?! არავის!
უბრალოდ ვერვიტან დერიბლისა ვტორებს,
უღრანში ვიპოვე ვისოცკის კარავი,
უსაზღვრო ბოღმაში წამიტაც არ მტოვებს,
გამხდარიმ აესტრო, სცენაზე ავარდა,
თეატრის კლოუნებს მიჯნაზე დაამხობს,
მაესტრო, დამშვიდდით, სპექტაკლიჩავარდა,
და მეჩემი დაცემის ტრიუმფით ვამაყობ
 


temur eliava....
 


ბოროტი თვალები
ყველას ვემალები
შეშლილი ხელები
კმარა ნუ მეხებით
ყალბი თანადგომა
არ მსურს თქვენთან დგომა
გამიშვით ნუ მიჭერთ
მინდა მარტოს ყოფნა
ისევ მოგონება
წარსულის ლანდები
ამ მოგონებებში
კვლავ დავიკარგები
მდუმარე ცრემლები
ოცნების გასაყარს
მინდა რომ ვიყვირო
მაგრამ ხმა აგარ მაქვს
ამდენი უაზრო
სახე და გრძნობები
მინდა რომ იცოდეთ
მივდივარ გშორდებით

 


← eelmine 1 2 järgmine
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.