Kasutaja EKA3EKA päevik

EKA3EKA
47, Tbilisi, Gruusia

- დე, თოჯინას ტკივა?
- რა თქმა უნდა?! ის ხომ შენი შვილია?! მოვლა და მოფერება უნდა!
- დე, ხეებს? ყვავილებს?
- ისინიც ცოცხლებია, ჩემო სიხარულო! ნახე, ხეს რომ კანი გაუჭრა, როგორ ტირის, ან ყვავილს რომ წყვეტ, როგორი წვეთი ჩნება?! ეს მისი ცრემლია!..
- დე, მე როგორ გავჩნდი?
- ტყის პირას, აუარება იებში გიპოვე, პაწაწინა.
- დე, სიკვდილი რაა?
- ამქვეყნიური ტკივილების მონატრება...
- დე, შენ მოკვდები?
- ოდესმე. მაგრამ არ იდარდო! მე შენთან ყვავილად, ან ჩიტად დავბრუნდები!
- მე გიცნობ?
- კი, აუცილებლად! განიშნებ! ხელად მიხვდები!
ჩემი ბავშვობისდროინდელი საუბრები მახსენდება დედასთან და მეღიმება...
ფანჯარაზე კაკუნი... ნიბლია მოფრენილა, თავი მოუღერებია, ნისკარტს მინას ურტყამს და მიყურებს...
- შენი სულის ჭირიმე, დე! გიცანი...
ცრემლი თავისით ჩამოგორდა...


დედის დღეს გილოცავთ უკვე დედებს და ჯერ არ შემდგარ დედებსაც,
ასევე ყველას დედას დაგილოცავთ ღმერთმა მანამ გიცოცხლოთ სანამ მათი ყურება არ მოგწყინდებათ...



ამ ქვეყანას ტირილით ვეგებებით,მაგრამ წასვლაც არ გვინდა. ცხოვრება,მარტივი არავისთვისაა,იგი ყველასთვის მეტნაკლებად რთული და ჩახლართულია. ხშირად მესმის გარშემომყოფთაგან “რა უბედური ვარ” , “რატომ გავჩნდი”,”სიცოცხლე აღარ მინდა” და ა.შ. ქუჩაში ხალხი დაღვრემილი და ცხვირჩამოშვებული დადის,თუ შემთხვევით კარგ ხასიათზე ხარ,რაიმე გაგახსენდა და გაგეღიმა იტყვიან ეს ნამდვილად გიჟია,ქუჩაში რა უნდა წავიდეს ასათიანისკენ ჩაისეირნოსო. :)

დიდი თუ პატარა,თითქმის სრული უმრავლესობა დღედაღამ გაიძახის ფული,ფული,მეტი ფული გვინდაო.


ჟრუანტელმა დამიარა,
როცა შემეხე, და...
ნეტავ,
შენი თვალებისთვის, კიდევ შემეხედა....

მეფერები,
ჟრუანტელი მივლის ტანში...
გადამრია შენმა სუნთქვამ, ტუჩის გემომ...
ვზივართ, სადღაც... მიტოვებულ, ვიწრო ნავში...


დედა შემოდის ყოველ ღამე ჩემს ოთახში, და რაც 15 წლის გავხდი, ჩვენ ვმეგობრობთ.
დედა ჯდება ჩემი საწოლის ბოლოს, უკიდებს სიგარეტს


...ვფიქრობ, რომ საწუთროში არაფერია მარადიული და უცვლელი. წუთისოფელიც ხომ ერთად აღებული წუთია, ისიც წარმავალი, ვითარცა სიზმარი...

ყოველი ცოცხალი ორგანიზმიც ხომ ჯაჭვურად მონაცვლეობს სიცოცხლის ფრაგმენტებად დაყოფილ რგოლებზე: დაბადება, შემდეგ ზრდის, ახალგაზრდობის, სიბერის პერიოდი. ბოლოს გარდაცვალება, დასამარება... მიწად ქცევა, მტვრად, წვიმად...
...იქნებ ბედნიერებაც?! ბედნიერებაც ხომ წარმავალია, რადგან არავინ იცის, როდის დადგება მისი დრო და პირიქით, როდის შემოგვეცლება ხოლმე?!

იქნებ, ახლაც ჩვენს გვერდითაა და ვერ შევიგრძნობთ... მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე გულს გვატკენს და სულს მოგვიკლავს, მაშინ გავიხსენებთ, რომ თურმე იგი ძალიან ახლოს ყოფილა ჩვენთან და ვერ დავინახეთ, ვერ მოვეფერეთ...

მსურს, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და მხოლოდ ამ გრძნობით ტიროდეს...

...მინდა, ვიფიქრო, რომ…


ქვას საფლავისას მოუხდება პატარა ტირე-
ღვინო დამისხი, არ დამლევის დედა ვატირე.


როცა დილით ვდგები და ჰაერში უჩვეულოდ თბილი სუნია ე.ი. აუცილებლად მოწვიმს…


ხომ გრძნობ,როგორ აცივდა!..
მოდი,უნდა შეგიგრძნო გაყინული თითებით!..
თუნდაც თბილად ჩავიცვა...
ყველა მუზამ დამტოვა...
შენ ხომ არ მიმატოვებ,თუ ულექსოდ ვიქნები?..
ნახე,ღამე დამუნჯდა!..
და უყეფენ სივრცეებს უპატრონო ძაღლები...
მალე ღამე გადასწევს ღრუბლებს,როგორც დარაბებს
და განახებ მის სიზმრებს,თუკი გვერდზე მახლდები...
არა!..ნუ შეშინდები!..
შენთვის ლექსის დაწერა მომენატრა თავადაც!..
სანამ მოვლენ მუზები,
მოდი,გარეთ გავიდეთ და ეს ზუსტი ნიავი
აქვე,ხესთან...დავაბათ!
მაგრამ...გაჩე!..გიხდება მთვარეული სხივების შენს გლუვ კანზე ციალი...
გამჭვირვალე სხეული...
მზერა ვნების ცეცხლებით...
ასე,ღია სარკმელთან თმების სუნით ფრიალი...
არა!..არ შეგეშინდეს!..
მით უმეტეს,თუ ასე...ჩემთან ახლოს იქნები!..
როცა შენთან ვსაუბრობ,
თუნდაც...სისულელეზე,
უნებურად მოდიან მუზები და რითმები!..
ხომ გრძნობ...როგორ აცივდა?.....




Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.