Kasutaja EKA3EKA päevik

EKA3EKA
47, Tbilisi, Gruusia

სულელი შინდი!_ გაბუსხული კვირტებით მიმზერს,
მე კი ვუღიმი, გამახსენა ტუჩები შენი.
მივდევ ლიანდაგს, შემიმოკლდა ნაბიჯის სიგრძე.
უკან ორთქლმავლის ლანდი მომდევს ოხვრით და ქშენით.

უკვე მარტია. დილით იებს ვეფერე დიდხანს.
მერე დავპირდი, რომ შენს თვალებს მოვაფერებდი.
ვუთხარი ისიც, რაც ჩურჩულით მინდა რომ გითხრა,
რაც უნდა მითხრა, რომ ცხოვრება გამიფერადო_

ისიც... და ისიც: ამ გაზაფხულს აკლიხარ როგორ,
უშენო ზეცაც უშნოა და ქარიშხლებს მიშენს;
რომ აღარავინ აღარ მირჩევს, ნერვები ვზოგო,
რომ პირში მაინც არ ვაგინო მიშას თუ მიშელს;

მარხვაში მაინც წავიკითხო ძილის წინ ლოცვა
რომ... და რომ მეტი თავმდაბლობა გვმართებს მიწისშვილთ,
სანამ იახტას გადავუწვავ ქარონის ბოცმანს,
ლექსებით მაინც დავიფარო სულის სიშიშვლე_

მირჩევს არავინ. უშენობის ფერია ლეგა.
შენზე ფიქრები მახვევია გარს და მფარავენ.
მეათე სახრეს (ელვის) ცაზე ელია ტეხავს
და სულში შენ ხარ,…


ნუ გაათეთრებ ფიჭებივით მიჯრილ სტრიქონებს,
კალმახებივით ამოყარე წყლიდან ბწკარები,
ჯერ ახდენილი სიყვარული გამოიგონე,
მერე იმღერე რექვიემი გარდაცვალების...

ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
ნაწისქვილარიც ხომ ეყოფა ერცახე სოფელს;
მოდი, ნიკორა გადააბი ვაშლის ჩეროდან
და ნედლი სარი ჩაამატე შქერის ძველ ღობეს.

ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას,
მერე რა, თუკი გუმბათიდან ცა გიმზერს ლურჯი;
ეს ხავსლოდება სასაფლაო შენი ფესვია
და მუხებს უჭირთ საფლავებთან დუმილი, უჭირთ!

ნუ დაუმალავ "აი-იას" ნინოს და ცოტნეს,
ნუ დაუფარავ, ნუ, "ჩაკრულოს", დათოს, მარიამს,
უდედაენოდ ვერ გახდება "ყველაფრის მცოდნე",
დედის რძესავით_ ამ სიმღერებს_ სულ სხვა მადლი აქვთ.

დღეს თბილისიდან ბათუმამდე სტვენით მიდიან...
თუმც სოხუმიდან თბილისამდე ხიდია ბეწვის...…


სადღაც უდაბნოთა ხვატი ამირაჟებს ხეოფსს,
ჩვენთან, გაზაფხული გადის, მზე ვერ გასცდა ღრუბლებს.
ჰოდა, შენც ამ ღრუბლის ჩრდილში შემიკარი ჩეო,
სანამ სული მიდგას პირში, სანამ დაგეღუპე_

ბრძანე: შენი ბროლის კოშკში გამაქანონ ციმციმ.
(გუშინ გაფეთქილა კომში) ჩქარა, ბიჭებს უხმე.
მე ცხელ გონებაში ვბეჭდავ შენი ცრემლის ციმციმს,
სანამ ჩემს ნატყვიარ ბეჭთან აათრთოლებ მუხლებს.

მიდი ფანჯარასთან მერე, გამოაღე ფრთხილად.
მაგ შენს ფერწართმეულ ხელებს ჩემი კოცნის კვალი
ისე ამჩნევია, დილის (ნაწვიმარი_ დილა)
ფანჯრებამთქნარებულ თბილისს ამღვრეული მტკვარი_

როგორც. დასასრული_ ყველა_ კეთილია, ზღაპრის,
და შენც ზღაპრის ისევ გჯერა, ბავშვად დამრჩი რადგან,
ცხრა ზღვა მოიარო, ცხრა მზე, ცხრა ნაჭერი აფრის
უნდა მომიტანო, თავზე ანგელოზი მადგას;

ცხრა მთას ამოზრდილი დეკა, (ჩვენს მთებში რომ ხარობს)
ცხრა ცას მოწყვეტილი_ ეხლავ!_ გამისველე ტუჩი:
ნამით. ცხრა ღიმილი... კოცნა გამიბედე, ქალო!
სიკვდილს? სიკვდილს…


ღამდება.ოღონდაც იტიროს და სანთელს მერე ავანთებ! უკვე ორი საათია რაც დაიბადა, მშობელმა ბევრი ტკივილი გადაიტანა და ახლა მხოლოდ მოლოდინით სავსე თვალები ელოდებიან პატარას ხმას..
-ჩუ, ჩუ.. მგონი აპირებს! -და აი,ატირდა. ფუმფულა ტილოში გახვეულ გოგონას სახეს დედის ცრემლები დაეცა.
ახლა კი დროა ავანთოთ! მისი ცხოვრება აქიდან დაიწყო.. ზეცაში ანგელოზები სიხარულით ლოცავდნენ, ეშმაკები კი ბოროტად ხარხარებდნენ.
-ჰა..ჰა..მე ჩავაქრობ, საბოლოოდ გავანადგურებ
-არა, შენ უფლება არ გაქვს! სულს ნუ უბერავ!
-შენ ვინღა გეკითხება თეთრ ფრთებიანო?
-გაჩუმდი თორემ დაგსჯის უფალი..
-მე არ მეშინია..ჰმ.. უფალი.. არ არსებობს..-უფსკრულიდან კვლავაც ხარხარი ისმის.. ცხოვრების საქანელა სანთლის ალივით ქანაობს აქეთ-იქით..ვინ იცის საბოლოოდ საით აღმოჩნდება?!
ანი..ბანი..განი.. აქ ასე იციან დათვლა, სანამ ჰოემდე მიაღწევენ, ხოლო შემდეგ-ჩაქრება სანთელი, ჩაბნელდება ოთახი და…


გაზაფხული გეღვრებოდა თვალებიდან,


28.01.2012


24.01.2012


სულიც სარკეს ჰგავს
გიგრძვნიათ? სული...
რა ხმაურით
იმსხვრევა შიგნით?..
თითქოს კედლიდან...
მოწყვეტილი
სარკე იშლება,
ძირს გაბნეული,
ნამცეცებად
გაიფანტება!..
და რაც იმსხვრევა...
აღარასდროს
არა მთელდება!..
ტყუილად უთქვამთ,-
„დრო ამთელებს
ყველა ჭრილობას,“
ადამიანთა
ნუგეშისთვის
მოუგონიათ,
სულიც სარკეს ჰგავს...
თუ დაიმსხვრა,
ვერ გაამთელებ,
ეს იმათ სჯერათ...
ვისაც, ალბათ,
არცა სტკენია
დრო ხომ პირიქით,
ამ ჭრილობას
უფრო პირს უღებს,
თუ სარკესავით
ჩამოგემსხვრა
სული კედლიდან,
განა ვერცხლისწყალს
გადააქცევ
ერთ მთლიანობად?
თუ დაგივარდა...…


ახლა მთვარე არის როგორც გაღიმება,


შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ,
მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს,


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.