Kasutaja nata25 päevik

nata25
42, Kutaisi, Gruusia

18.05.2011

გრძნობა დაგიზამთრდა საყვარელო

შენი გულცივობა მტკივა...

გარეთ გაიხედე გაზაფხულდა

ვარდიც შეფერილა წითლად.

თუ კი არ გინდივარ...

მითხარ გულახდიალად,

სანამ გამიგია სხვისგან...

წავალ გავფრინდები, სადაც მინატრებენ

სადაც მატარებენ ფრთხილად.

სადაც შემიგრძნობენ,სადაც გამათბობენ

ვისაც ვეყოლები ფიქრად...

რა ვქნა გულცივობა მე არ შემიძლია
რადგან სიყვარული მქვია


გული მიყვარს შენი,
მიყვარს შენი თმებიც,
მიყვარს შენი სუნი,
რითაც ვტკბები,ვთვრები,

მიყვარს შენი წელი,
შენი სარო ტანი,
შენი ნაზი ხელი,
ტუჩზე შენი ხალი,

ეგ თითებიც მიყვარს,
წარბ-წამწამთა წყებაც,
ღამით შენზე ფიქრში
დილა დამეწყება,

დილით შენზე ფიქრში
კვლავ მოვიყვან ღამეს,
დავთვლი შენთან ყოფნის
უსასრულო წამებს,

შენი სუნთქვა მიყვარს,
მაგ ტუჩების ფერიც,
შენი ცრემლიც მიყვარს,
ყველაფერი შენი,

შენი ფიქრიც მიყვარს,
მაგ თვალების დარდიც,
შენი გრძნობა მიყვარს,
შენი ბაღის ვარდი,

შენი სული მიყვარს
ნათელია მზეთა,
შენი ლანდიც მიყვარს,
ტანი-ოქროს კვეთა,

შენი ცრემლიც მიყვარს,
შენი სუნთქვის ქარიც,
ყველაფერი მიყვარს,
რაც კი შენი არის,

ყველაფერი მიყვარს,
რაც იწყება შენით,
შენი სუნთქვა მიყვარს,
გრძნობა მიყვარს შენი........
 


19.12.2010

ცუდად ვარ! იცი რა მჭირს? _მონატრება!!

იცი რა მკლავს? –უშენობა!!!

იცი რა მინდა?? _შენთან ყოფნა!!!!

იცი რა მომარჩენს?? – შენი კოცნაააააა!!!!!!!!(k) (k)
 


შენი კოცნა ენატრება

ჩემს გაბუტულ ტუჩებს,

შენზე ფიქრით გადაღლილი

შემოვივლი ქუჩებს...

მივუყვები აღმართს სადღაც,

ფიქრი ფიქრებს ერთვის,

თითქოს აქ ხარ, ჩემთან ახლოს,

შენი სუნთქვა მესმის...

-სიხარულო, მენატრები,-

ჩუმად გეტყვი ყურში,

შენ კი ისევ გამიღიმებ,

ჩამიხუტებ გულში.

ზღვაზე თეთრი თოლიები

ათენებენ ღამეს,

მენატრები და მიყვარხარ,

დამიბრუნდი მალე...
 


19.12.2010

ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად
იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,
მოგეფერებოდი უსასრულოდ
და ჩემი სურნელით დაგათრობდი.
ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,
უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,
ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა
გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი
ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,
უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,
როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ
ძალიან,ძალიან მენატრები.
რა მოხდება ახლა რომ გინატრო,
გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,
ნიავივით ფიქრებს გამოყვე და
მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად...
 


19.12.2010

მე ბევრი ადამიანი მიყვარს ჩემს გარშემო, მაგრამ მხოლოდ ერთი მიყვარს ჩემში...   


19.12.2010

საკინძე შეხსნოდა , ვერც კი შეემჩნია ,
გულის პირს შევნიშნე ხალი ,
ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა
მოვფერებოდი წამით .
თვალი გავაპარე ქათქათა მკერდისკენ ,
შვენოდა პატარა ხალი ,
სულში ჩამეღვარა ალერსის სურვილი ,
თავი დავიღუპე ლამის ...
სურვილმა დამძლია ხელით შევხებოდი ,
ამბორით დამესვა დაღი
ხალზე მეოცნება , ხალზე მეფიქრა და
ხალზე ჩამომეხრჩო თავი .
მაცდურად მიხმობდა შეხსნილი საკინძე
ნუთუ ვერ ავიხდენ წადილს ?
- გეყოს ვაჟკაცობა ! მოდი მომეფერე !
ჯიუტად მიხმობდა ხალი ...
სურვილი მოვთოკე,ჟინი შლეგიანი
ვცადე არ გამეცა თავი .
საფიცრად გამიხდა მის მკერდზე ამაყად
წამოსკუპებული ხალი ...
 


18.12.2010

მე მომენატრე და ამიტომ გწერ,

მე იმას მოგწერ,რაც არ მითქვია,

გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ,

შენი გული კი მგონი სხვისია..

მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით,

და დავივიწყო,რომ ჩემი არ ხარ,

წამით რომ მაინც გადაგივიწყო

და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ..

მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრომლად


დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს,

სევდიანი ვარ როგორც არასდროს,

ეხლა ვერავინ დამიშლის ტირილს..

მგონი ვგიჟდები ამ წუთში ახლა,

მე გამაგიჟა შენზე ფიქრებმა,

ახლა დავთვრები და მონატრების

უკანასკნელი ღამე იქნება..

თუ გიყვართ ვინმე ერთად დავლიოთ,

დარდით ოცნებას დავეზალებით,

მოდით დავთვრეთ და გადავივიწყოთ,

რომ ჩვენს სიყვარულს არ ვენატრებით..

დავლიე ღვინო და დავითვერი,

მაგრამ ფიქრები მაინც მათოვდა,

გინდ მთვრალი ვიყო,გინდა ფხიზელი

აზრი არ ააქვს მაინც მახსოვხარ...
 


17.12.2010

როცა გეძახი,როცა მინდიხარ,
როცა აღმაღგზნებ და როცა გელი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ
და გამოწვდილი მირჩება ხელი.

როცა მოვილტვი,როცა მიყვარხარ,
როცა მოგდევ და შენობას ვნატრობ,
ვიღაცას სწორედ მაშინ მიყავხარ
და ჩემი წილი ალერსით გათრობს.

როცა მწყურიხარ,როცა მაგიჟებ,
როცა გიჩოქებ,როცა ვენთები,
მაშინ დუმილის ზღურბლზე აბიჯებ
და ცრემლად დამდის წვიმის წვეთები.

როცა ვივსები,როცა ვარ შენი,
როცა გნებდები,როცა მინდიხარ,
როცა ვიჯერებ,ჩემს ყოფას შვენი,
ჩემგან ყოველთვის მაშინ მიდიხარ.
 


როგორ მინდოდა,
როგორ მომინდა...
შენი ღიმილი მენახა ახლა...
ვერ მოვასწარი მოსვლა შორიდან,
შენი თვალების ხელახლა ნახვა...

ისევ დავეძებ,
წყალზე ნაბიჯებს...
ისევ ვიშუშებ ახლა იარებს,
ნაცნობი სევდა მე, გამაგიჟებს...
და მონატრება ამაღრიალებს...

ეხლა შორსა ხარ...
და ვეღარ გხედავ...
დღეც ისევ ცრემლებმორეულია,
შენზე ოცნებას ვერაფრით ვბედავ..
და შენზე ფიქრიც შორეულია...

მიყვარხარ ახლა,
როგორც არასდროს...
მაინც გეძახი, თუცა შორიდან...
შენ მენატრები, მაგრამ რაღა დროს...
არადა, შენი კოცნა მომინდა...

არ ვარ უგულო...
და არ ვარ მკაცრი...
და რაც ვარ, მაინც მუდამ ისა ვარ...
თუ სიყვარული გაფრენას მაცლის...
ისევ გაკოცებ, შენს თავს ვფიცავარ...
 


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.