Kasutaja nata25 päevik

nata25
42, Kutaisi, Gruusia

20.12.2010

მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მონატრების ცრემლს მაწვიმდე
იმდენს...
წუხელ ისე გამეტებით წვიმდა,
მინდა ასე,
ყოველ ღამე წვიმდეს...

დამასველოს უსაშველო წვიმამ,
სხვას არაფერს,
არ მოვითხოვ იმდენს...
მე წვიმაში, მოფერება მინდა
და ეს წვიმა,
მოფერებით მღლიდეს...

რომ გრძნობები გვაწუხებდეს
წმინდა...
სიყვარული,
ჩვენთვის ისევ ღირდეს...
წვიმაა და შენი კოცნა მინდა,
მინდა წვიმა,
წვიმასავით წვიმდეს...

მე ხომ შენი,
მოფერება მინდა...
მინდა ისევ,
შენებურად წვიმდეს.
 


ნუთუ არ მეძებ? ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში,
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებოთ.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?!
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანთელი სადაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
მერე ჩამისვი, მომეფერე,
ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო, მოგეხვიო
და შეგიყვარო.
სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად, ალერსით.
 


eelmine 1 2 3 4 5 järgmine →
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.