Kasutaja silent_dreamer päevik

silent_dreamer
35, Tbilisi, Gruusia

ღმერთო მომიტევე ფეხი თუ დამიცდა...
შენი გაზრდილი ვარ, თვითონ წამოვდგები,
ოღონდ დამიტოვე ცხელი დედამიწა
ცაში ასაფრენად ჯერ არ გამოვდგები...

ოღონდ ჩამიკარი გულში, ჩამეხუტე...
მზად ვარ სიამაყე უკან დაგიბრუნო,
ამდენ ბარიერით უკვე დავიხუთე,
მინდა მოფერებამ თავი გამიბრუოს...

ნუღარ დამპირდები მუდმივ ჯოჯოხეთებს,
განა რასაც ვხედავ მხოლოდ სამოთხეა?!
სანთელს დაგინთებ და ციდან ჩამომხედე
ზოგჯერ სანთელი ხომ თვითონ სიცოცხლეა


18.11.2011

ეს გაუმარჯოს იმ სადღეგრძელოს,

რასაც ვერ იტყვის ენა,

გინდა სთქვა, ვერ ამბობ

როგორ სთქვა, არ იცი

და თითქოს გებნევა ენა,

ადგილი გულში აქვს

შენს მეტმა არ იცის

ფარულად მიმალული გახსენებს თავს

ნურავის ნუ ეტყვი,

დუმილით დალიე

ამბორში უთხარი თასს!


18.11.2011



18.11.2011

მეგობარი - ეს არის ჩვენი ცხოვრების მანძილზე შეძენილი ყველაზე დიდი განძი, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი შენაძენი ..!!

- ნამდვილი მეგობრობა ჯამრთელობას გავს: შენ იშვიათად აქცევ მას ყურადღებას სანამ არ დაკარგავ...!

- ნამდვილი მეგობარი არის ის ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს გაქცევენ !


- თუ შენ იცოცხლებ 100 წლამდე, მე მინდა ვიცოცხო 100 წელს მინუს ერთი დღე, იმისათვის რომ არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე...!

- მეგობარი ეს არის: ერთი სული ორ სხეულში !!!

- ჩემს წინ ნუ წახვალ, შეიძლება მე ვერ გამოგყვე უკან, უკან ნუ გამომყვები შეიძლება მე ვერ გავხდე წინამძღვარი, იარე ჩემს გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი...!!


- მეგობარი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის შენზე…











მაკლიხაააარ!...
გავყვირი დახშული ბაგით და...
ვერავინ გაიგებს
ამ კივილს სულისას...
მჭირდებიიიი!...
ცრემლებად
იღვრება გული და
უცრემლო თვალები
მალავენ სურვილსაც!
არ ვიცი, რა მინდა...
ვიცი, რომ შეხვედრა
კვლავ ტკივილს მომიტანს,
ოცნებაც გაქრება...
და მაინც მიყვარხარ,
და მაინც მაკლიხარ...
და მაინც მჭირდები
იმედის სანთლებად...


16.11.2011

ბევრჯერ შევსულვარ ტაძარში,სანთლები ამინთია,გულის წადილი უფლისთვის ჩურჩულით გამინდვია,

პირჯვარს ვიწერდი ხატის წინ,ღმერთს მოწყალებას ვთხოვდი,

მეგობარს ვადიდებდი და უმეგობრობას ვგმობდი.

სიტყვა"მეგობრის"ხსენებით გახარებული ვკრთოდი,

მე ჩემს მეგობრებს ვლოცავდი,ღმერთის შეწევნას ვგრძნობდი.

კვლავ ჩუმად ვიმეორებდი:"სანამ არ არის გვიან,

ჩემი სანთლები სანამ ბოლომდე დაიწვიან,

მე,მეგობრებო თქვენთვის ეს ლექსი მიჩუქნია

და მადლობა რომ თქვენით დღეს მეგობარი მქვია."


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.