Kasutaja silent_dreamer päevik

silent_dreamer
35, Tbilisi, Gruusia

14.08.2012

როგორ ხარ? რატომ არ მპასუხობ?
ცუდად ხომ არ ხარ?
რატომ გეტირება?
რატომ არ მიყურებ?
სად იყავი ამდენი ხანი?
მე, მე მაინც მოვედი. გიპოვე , როცა გიჭირდა, მარტო იყავი, ძუსტად მაშინ მოვედი, ჩაგეხუტე და შეგპირდი რომ არ მიგატოვებდი. დიახ! მე არ მიგატოვებ არასდროს, მთავარია შენ გინდოდეს ჩემთან ყოფნა..
გუშინ შენი აღსარება მომასმენინე .. მომიყევი რატომ გაუჩინარდი , მომიყევი სად დაიკარგე .. მაშინაც ხომ ჩემზე ზრუნავდი, იმიტომ წახვედი, რომ მე აღარ მეტირა, აღარ დავტანჯულიყავი. მაგრამ შენ არ იცი შენი წასვლა რა იყო ჩემთვის, არ იცი რამდენი ღამე არ მიძინია, რამდენი საათი გავატარე ტირილში, არ იცი რეებს ვფიქრობდი, ქალაქ გარეთ წავედი, თოვლში საათობით დავდიოდი და ყველგან შენს სახელს…


15.08.2011

იცი? არის წუთები, როცა გინდა არ იფიქრო და მაინც ფიქრობ...
გინდა არ გტკიოდეს და მაინც გტკივა,
გინდა გაიცინო და მაინც ტირი...
როცა ხვდები რომ ცხოვრება უაზრობაა და
არ გინდა სიცოცხლე და მაინც ცოცხლობ...
იცი?მინდა ახლა ჩემს გვერდით იჯდე, თუნდაც არაფერი მითხრა,
გიყურებდე და უსიტყვოდ ვსაუბროდებდეთ ერთად დიდ ხანს ...
რა გითხრა? რომ ძალიან მჭირდები?!
ეს ხომ შენ ისედაც იცი...
საოცრად მომეძალა შენზე ფიქრები,
რომ იცოდე რა უზომოდ მენატრები............ :*:*:*:


eelmine 1 ... 23 24 25 26 27 järgmine →
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.