Kasutaja silent_dreamer päevik

silent_dreamer
35, Tbilisi, Gruusia

წადიო," მითხარი. " -ბედს სხვაგან ეწიე,

ჩემზე უკეთესი იქნება გენახა."

სად უნდა წავიდე, ვინ უნდა ვეძიო

შენზე უკეთესი ისევე შენა ხარ

კიდეც რომ წავიდე,ვიარო

ვიარო

ვერაფერს გავხდები,ვინც მიყვარს ხომ მიყვარს

ყველა გზა-ბილიკი და ყველა ფრიალო

დაღლილს და დაქანცულს კვლავ შენთან მომიყვანს.

ნუ ამბობ წადიო და ნურცა გგონია

რომ ჩემი ჭაღარა ჩემს ასაკს შელახავს.

თოვლზე უკეთესი მარტოდენ თოვლია

შენზე უკეთესი ისევე შენა ხარ


ქუჩას მივუყვები გულდამძიმებული,
ვიღაც მიღიმის და ვიღაც მესალმება.
მე კი ჩემს გრძნობებში აწურული,
შენი უხმო ლანდი მენატრება....
ამდენ სიამაყეს რისთვის ვთამაშობდი,
ვდარდობ და დარდზე დარდი მემატება.
მაშინ რომ შენ ალერს გავურბოდი,
დღეს შენი გაბრაზებაც მენატრება...
ჰოი რა დღეები გაფრენილან
ვნანობ და ჩემი თავი მენანება,
შენი ალერსი მენატრება...
მაინც არ გეძახი ისევ ამაყი ვარ,
წლები კი რა უაზროდ მეფანტება.
ისე დავიღალე მარტოობით
შენი მონატრებაც მენატრება.


გაზაფხულის მონატრება მომეძალა,
სიყვარული, ცრემლიანი თვალები,
მორთმეული ყვავილები მომენატრა,
წარსული და ის ლამაზი წამები.

ის ნიავი, ტირიფები მომენატრა,
იები და თეთრი... თეთრი ვარდები,
ლექსით სავსე მოგონება მომენატრა
ის ლამაზი სინამდვილის ზღაპრები

მომენატრა ის წარსული გაზაფხული,ცრემლით, მზით და ლურჯი იის ფერებით,დავბრუნდები ტირიფების ხეივანში,ოცნებაში ისევ მოგეფერები.


დამშვიდდი გულო
რად ბობოქრებ, რას მეუბნები?
ვიცი რომ გიჭირს მის გარეშე ასე ცხოვრება,
მოგონებები ხომ მოგანდე? შენთან ვინახავ
გთხოვ გაუფრთხილდი,
სულ ეს არის ჩემი ქონება.
დამშვიდდი გულო,
ვიცი უძლებ შენ ძლიერი ხარ
იმან რაღა ქნას ვისი გულიც ცარიელია?
შენ მდიდარი ხარ
დაატარებ ლამაზ სიყვარულს,
და შენი ტანჯვაც, დამიჯერე წამიერია.
გაზაფხულდება, გარეთ ისევ გამოიდარებს,
წვიმიან ამინდს ხომ ყოველთვის
მოსდევს დარები.


19.12.2011



მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სინაზე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ...


ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი.

დრო
მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები
გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან ლაქებს!
ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული,
სათნო ღიმილით
გავიხსენებთ გარდასულ ამბებს:

ბევრ გულის ტკივილს, დიდ სიყვარულს, ცოტას
სიხარულს.
დაუნდობლობით მიყენებულ წყენას, სინანულს.
თურმე რამდენი შესძლებია
გესლიან ენას!....
თურმე რა ცოტა სდომებია ჩვენს გულის ტკენას.

ადრე, თუ
გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით,
გოდებით….
მაშ გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას.
ნუ დავამძიმებთ
უგუნური, მძიმე ცოდვებით!


ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.
`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,
ვერ მაპატიებს, ვერა...~
_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.
მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე
დედა~_ შეაშრა ბაგეზე.
_სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა
მშობლებს...
რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...
მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...
_მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი,
არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...
..ღმერთს არ ესმოდა მისი...
თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და
ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა...
..ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე...
`ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~
ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო…


ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან…


13.08.2011

_დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე...
ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერ
ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე...
გახსოვს იები რომ მოგიტანე?!.
_რა თქმა უნდა...
_ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულები?
_მახსოვს...
_გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?
_რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარ
ვიქნები...
_მე შენ მიყვარხარ!..
_სიბრალული გალაპარაკებს...
_მე შენ მართლა მიყვარხარ!..
_არ მითხოვია შენთვის შებრალება...
_შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა...
_არ არის საჭირო, გეხვეწები...
_მე, მეშEნ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!..
..ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღა დარჩენოდა...
_იცი რაა?
_რაა?
_მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!..
..და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს...
..ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...
თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ…


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.