Kasutaja silent_dreamer päevik

silent_dreamer
35, Tbilisi, Gruusia

24.04.2012

წვიმის წვეთებით აგიხსნი სიყვარულს,

თოვლის ფანტელით მოგეფერები,

მზის სხივებით გაგიშლი გულს და

შენს ირგვლივ იქნება ლამაზი ფერები.


ცას ვარსკვლავს მოვსწყვეტ, ფეხქვეშ დაგიგებ

ცხრა მთას გადავალ, შხამსაც დაგილევ,

მითხარი „მიყვარხარ“ და მე გაგიგებ,

ჩვენს სადღეგრძელოს თუ ისევ დამილევ.


ხელჩაკიდულნი გავივლით ბილიკებს,

მინდორში დაგიკრეფ ლამაზ ყვავილებს,

სიყვარული შენ კარებს გაგიღებს

შეაბიჯებ და აღარ გაგიშვებს.


ლექსებს მივუძღვნი შენს სილამაზეს

შენს სათნოებას და სითამამეს,

არასდროს გაწყენ არ გიღალატებ,

ოღონდ მითხარი: „მე შეგიყვარებ“


24.04.2012

და მაინც თუკი ჩემი წასვლა გავდა წვალებას ..სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას .. მე წავალ რადგან დრო აღარ მაქვს უკვე დარჩენის .. მე წავალ მაგრამ სამუდამოთ თქვენთან დავრჩები .. მეც გიმზეურებთ ცხოვრების გზას როცა გაყვებით .. მე დაგინახავთ მაგრამ ვეღარ დაგენახვებით:


30.05.2012

ქალი როცა იქმნებოდა,

ერთი რამე ხდებოდა,

სილამაზე არსებობდა

და ვერავინ ხვდებოდა.

ქალთან ერთად სილამაზე,

ყველაფერში ჩნდებოდა,

როცა ქალი არსად ჩანდა,

სილამაზეც,ქრებოდა.

ბუნებისგან ალბათ ყველა,

ამას ელოდებოდა,

სილამაზის ეტალონი

ქალი,რომ გახდებოდა.

სადაც სილამაზე ჭვრეტდა,

ქალი იცქირებოდა,

ლამაზ ღიმილს,ვინმე ქმნიდა?

ქალი იღიმებოდა!

სუყველა ქალს სილამაზე,

თავის ეშხი, ეტყობა

და ეს ეშხი ქვეყანაზე

არცერთ ქალს არ ეთმობა.

მინდა ქვეყნად ვაღიარო,

რომ გამიჩნდა ეს გრძნობა,

ღმერთმა შექმნა ქალისა და


30.05.2012

სად დაიბადა ბედნიერება...
ზღვაში? მზეში? თუ ჩვენში?
სად ისახება მისი ზმანება,
ღიმილში? იქნებ ცრემლში?


ზღვა მღელვარეა, ცოტა მრისხანეც,
გრძნობებს ვერ მალავს ვერსად,
თუ რამეს დარდობს გულში ვერ იკლავს,
გულს ტალღებს უშლის წესად...


მზე ნათელია, თითქოს მდუმარე,
რასაც გრძნობს არას ამბობს,
ვინ იცის გულში რა გრძნობებს მალავს,
ვიზე ან რაზე დარდობს...


ის, ვინც იცინის, ბედნიერია?
იქნებ ამით დარდს მალავს?
ალბათ გონია, რომ ამ ღიმილით
სევდიან სახეს ფარავს...


ბედნიერებას სევდა არ ახლავს,
ის ვერ იქნება ცრემლში,
არ იბადება მზეში, არც ზღვაში,
ის იბადება ჩვენში...


ბედნიერება ყველას გვეკუთვნის
თუ მოვიპოვებთ მას,
მისთვის კი ისე უნდა ვიბრძოლოთ
რომ არ წავართვათ სხვას!


ძნელი ყოფილა იცხოვრო ქვეყნად,
სიკეთე თესო და ქვაზე დადო,
ძნელი ყოფილა გიყვარდეს ვიღაც
და სიყვარულით იცხოვრო მარტო....
ძნელი ყოფილა გჯეროდეს ხვალის,
როცა არსად ჩანს იმედის კვალი,
ძნელი ყოფილა არ დაუჩოქო,
არ მოუხუჭო ცხოვრებას თვალი..
ძნელი ყოფილა ცხოვრების გზაზე,
შენი ოცნების ერთგული დარჩე,
ძნელი ყოფილა არ გეშინოდეს,
მხოლოდ გიყვარდეს და მხოლოდ გწამდეს...
ძნელი ყოფილა შეიცნო თავი
და შეცდომებზე პასუხი აგო,
ძნელი ყოფილა ინატრო წამი,
მარადიული როგორც სამყარო..


ძნელი ყოფილა იცხოვრო ქვეყნად,
სიკეთე თესო და ქვაზე დადო,
ძნელი ყოფილა გიყვარდეს ვიღაც
და სიყვარულით იცხოვრო მარტო....
ძნელი ყოფილა გჯეროდეს ხვალის,
როცა არსად ჩანს იმედის კვალი,
ძნელი ყოფილა არ დაუჩოქო,
არ მოუხუჭო ცხოვრებას თვალი..
ძნელი ყოფილა ცხოვრების გზაზე,
შენი ოცნების ერთგული დარჩე,
ძნელი ყოფილა არ გეშინოდეს,
მხოლოდ გიყვარდეს და მხოლოდ გწამდეს...
ძნელი ყოფილა შეიცნო თავი
და შეცდომებზე პასუხი აგო,
ძნელი ყოფილა ინატრო წამი,
მარადიული როგორც სამყარო..


ჭეშმარიტი სიყვარული, ღიმილია

გულს რომ ტკბილი ტკივილით რომ აგატკივებს
ჭეშმარიტი სიყვარული, დუმილია
სიცოცხლეზე ფიქრებით რომ აგატირებს.

ჭეშმარიტი სიყვარული არის ტალღა,
ალერსით რომ ეფინება ზღვის ნაპირებს,
ფრინავს ცაში ვარსკვლავებზე უფრო მაღლა,
ჩუმად მოვა სიხარულით გაგაკვირვებს.

ჭეშმარიტი სიყვარული არის როცა,
მთვარე მზესთან მივა, კოცნას დააპირებს
ჭეშმარიტი სიყვარული არის ლოცვა,
ჭეშმარიტი სიყვარული აგატირებს.


30.05.2012

საათის ისრებს მიჰყვება ღამე,
ნელა თენდება-იძინებს მთვარე,
მე ჩუმად ვუსმენ წარმავალ
წამებს
და წარსულს ვატან მიმავალ
ღამეს..
ფიქრი შეჩერდა-საათიც დუმდა,
თითქოს რაღაცის გაგება
მსურდა,
ვინ იცის იქნებ არც თენდებოდა,
ეს დრო,ეს წამი არ ჩერდებოდა…
იქნებ ბოლოჯერ ვუყურებ
მთვარეს,
და ვეღარასდროს შევხვდები
ღამეს,
ან იქნებ გული სულ სხვას
ფიქრობდა,
დრო არ იცდიდა,სადღაც
მიჰქროდა,
შიშმა შემიბყრო,გული
ათრთოლდა,
უკანასკნელ წამს სულ შენ
გნატრობდა..
შენ არ გამოჩნდი (მემალებოდი)
მეკი უზომოდ მენატრებოდი,
ჩუმად მიმზერდი,ნაბიჯს არ
დგამდი,
რაღაც საოცარ არსებას ჰგავდი..
მოახლოების სურვილი მკლავდა,
ირგვლივ ბუნება სამოთხეს
ჰგავდა,
მინდოდა წამით ჩაგხუტებოდი,
მაგრამ ვიცოდი -
გაბრუნდებოდი…
ჯიუტად იდექ,მეკი გნატრობდი,
შენსკენ მოვდივარ-
მომიახლოვდი...
!!!


ნეტავ რად ტირის ასე მალულად პატარა ია?
მის ლამაზ სახეს ეს ცრემლები რატომ აყრია? ნუთუ საბრალოს აწყენინა ამ დილის ცვარმა?! იქნებ ალერსი ვერ მოზომა– უხეშმა ქარმა?! ალბათ თვალები აუცრემლდა ნისლის ბურუსში, ან სიყვარულმა გაიელვა პატარას გულში?! მართლაც უმანკო სათნოების მქონე ყვავილი, საოცრებაა დამიჯერეთ– ქვეყნად ნამდვილი!თქვენთვის თბილ სიტყვებს არ დავიშურებ-ათას ფერებით, ნება მომეცით, პატარა იავ - მოგეფერებით!!!


31.05.2012

ოდესღაც ვიღაც მიყვარდა,
მერჩივნა ყველას თავს…
და ბედნიერი ვიყავი,
ვითვლიდი ყოველ წამს…

რამდენი ღამე უძილოდ
დამთენებია თავს
და უიმედოდ ფიქრებში
ჩამძინებია კვლავ…

დღეები დღეებს მისდევდა,
წამი კი ყოველ წამს…
დრო გადიოდა ოცნებით
კვლავ ვიტყუებდი თავს…

მზეს მთვარე შეჰყვარებია,
ღრუბელს – უძირო ცა…
მაგრამ ამ გრძნობის ჩემსავით
ვერვინ ბედავდა თქმას…

დრო გადიოდა სნეული,
მე ვშორდებოდი მას…
მაგრამ ეს გრძნობა ეული
გულში მრჩებოდა კვლავ…

II

იქნებ ოდესმე შევხვდებით,
გამოგაყოლებ თვალს;
შენ კი ჩაივლი ქუჩაში,
არც მოაბრუნებ თავს…

გულში რაღაცა ჩამწყდება,
ვერ გაგისწორებ თვალს…
და სიყვარული პირველი
აღარ დატოვებს კვალს…

გაივლის დრონი უძირო,
სადღაც შევხვდებით მწამს…
და ღამეები უძილო
დამათენდება თავს…

ღამე უძილო – ფიქრისგან
აღარ მანებებს თავს,
ოცნება ბნელი ნისლისგან
ვეღარ გაიკვლევს გზას…

,,ოდეს ძლიერად მიყვარდა”…
გამახსენდება კვლავ…
თვალცრემლიანი ვიყავ და
ვეღარ ვბედავდი თქმას…

ოცნებას ნისლი უყვარდა,
ვიღაცას – ვიღაც სხვა…
და მეც ჩემს გულში მიყვარდი
ვფიცავარ მე შენს თავს…

*

გაივლის წლები მრავალნი,
გაიფანტება დრო…
და ჩემს საფლავზეც ოდესღაც
დააგორებენ…


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.