Kasutaja silent_dreamer päevik

silent_dreamer
35, Tbilisi, Gruusia

31.05.2012

ის წყარო მიყვარს, არასოდეს რომ არ დამშრალა,
დროთა სიავეს არ ჩაუკლავს მასში სიცოცხლე...
ყაყაჩოებით მოფენილი მინდორ-ველები,
სარეველა რომ ვერ ერევა იმათ სიცოცხლეს!
მიყვარს სინათლე, სიბნელეს რომ მოსდევს ყოველთვის,
და ნაწვიმარზე ცისარტყელის ჯადო ფერები...
ის კაცი მიყვარს სიკეთეს რომ თესავს გზადაგზა,
მაინც რომ ნუგეშს გაძლევს, იმის სუფთა თვალები!
ის ეკლესია, რომ გაუძლო ათას ჭირ-ვარამს,
გადამთიელმა და დუშმანმა ვერ დააქცია,
მიყვარს და მტკივა...ჩემი ქვეყნის მწარე წარსული,
ყველა ის კაცი ლეგენდამ რომ გმირად აქცია!
იყო ღალატიც...მაგრამ გვერდით გმირიც ჩნდებოდა,
ერთის გმირობა ათასების ღალატს სწონიდა,
მიყვარს სუყველა...ვინც კი მოსწყდა სამშობლოს ფესვებს...
სხვის ქვეყანაში, მაინც თავის ცას უმღეროდა


31.05.2012

უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობსუსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის


შენ არ იცი რომ ზამთარშიც ყვავის ია
ისიც გიკვირს აგვისტოში თოვლს რა უნდა?
შენ ოღონდ თქვი, შენ ოღონდაც მოისურვე
და ზაფხულში შენთან თეთრ ფიქრებად მოვალ.
ავყვავდები თებერვალში ალუბლებად,
გაზაფხულზე ყურძნის წვენსაც დაგიწურავ,
გულს დავიდებ ხელის გულზე და მოგართმევ,
სულს ავანთებ და გზას ისე დაგილოცავ....
მზე გაწუხებს? წვიმად მოვალ,
შეგცივდება? ცეცხლად მოვალ,
შენ ოღონდ თქვი, შენ ოღონდაც მოისურვე
და მე შენთვის ყვავილების თოვად მოვალ..


ცეცხლი მომედება, მე მაინც მოვალ,

დავიფერფლები და, მე მაინც მოვალ,

ვერ შემაშინებს გრიგალი, თოვა,

სიმღერად მოვალ და სინათლედ მოვალ....


სულ რომ წახვიდე, სულ რომ დამშორდე,

ჩამქრალ სანთლებად, ჩამქრალ ოცნებად,

მოვალ სიზმრებად, მოვალ სიმღერად , მოვალ...


სხვა რომ შეიყვარო, მე მაინც მოვალ,

დღეს სულ რომ დამცინონ, მე მაინც მოვალ,

ცა რომ გაიხსნას, მე მაინც მოვალ,

ზღვა რომ განრისხდეს, მე მაინც მოვალ...


სულ რომ წახვიდე, სულ რომ დამშორდე,

ჩამქრალ სანთლებად, ჩამქრალ ოცნებად,

მოვალ სიზმრებად, მოვალ სიმღერად, მოვალ...


გზები რომ შეიკრას, მე მაინც მოვალ,

ფრთები რომ რომ შემაჭრან, მე მაინც მოვალ....


ეს წლებიც ასე გავიდა… ოცნებამ გადამივიწყა,
ჩემი თავნება ფიქრებიც მიმოიფანტნენ ფიფქებად.
იქნებ დაბერდა ეს გული, იქნებ ოცნებაც გახუნდა?
იქნებ სევდა და ნაღველი წარსული გზიდან დაბრუნდა?
იქნებ აღარ ღირს სიმღერა, გულიდან ამონადენი,
რად მინდა ფუჭი, გავლილი, მოგონებანი ამდენი?
წვიმაც ფანჯრიდან ციმციმებს, ისიც დაღლილი, ეული,
ეს წვიმა ჩემი ფიქრია, წვეთებად გადაქცეული


)
(,)

[__]
[__]
[__]
(____)

((»*—**—*«,_))
((_,»*—**—*«,_))

((_,»*—*« »*—*«,_))

გახსოვდეს ერთი,გფარავდეს ღმერთი გწყალობდეს მისი სინათლე მზისა,გისურვებ ლამაზი დღეებითბობას და მოგილოცავ ნიკოლოზობას!... გფარავდეთ უფალი


19.12.2011



ზარი აწკრიალდა.აი პირველი კლასი,დღეს პირველ გაკვეთილს იწყებს.როგორ უხარიათ არა?ანდრეამ დედა ორი სათით ადრე გააღვიძა არ დამაგვიანდესო.მასწავლებელმა რა თქმა უნდა ბავშვები გოგო-ბიჭად დასვა.ანდრეა და ერთი ქერათმიანი , ცისფერთვალება გოგო ერთად მოხვდნენ.მარიამი მუდამ წყნარი და მორიდებული იყო.ასე განვლო თერთმეტმა წელმა,ანდრეა და მარიმის სიყვარულის თერთმეტმა წელმაც.მაშინ თმების წიწკვნით დაიწყო სიყვარული , ახლა კი მხურვალე კოცნით,მრავლისმეტყველი თვალებით და მრავლისმთქმელი სიჩუმით მთავრდებოდა...ხო მთავრდებოდა.ანდრეამ მარიამი სასეირნოდ წაიყვანა,გრილი საღანო იყო,ირგვლივ სიწყნარე სუფევდა,თუმცა ანდრეა ღელავდა.ხომ უნდა აეხსნა მარიამისთვის ,რომ საზღვარგარეთ მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად.ლონდონი ხომ ძალიან შორია.აი როგორც იქნა უთხრა.მარიამს თითქოს არც გაკვირვებია,თითქოს აუღელვებლად მიიღო,მაგრამ ვინ რა იცოდა მის სულში რა ხდებოდა.ის ხომ ანდრეას გულის ტკენას უფრხილდებოდა.წასვლამდე ორი საათით…


არ დაიჯერო, მიგატოვე, ღმერთია მოწმე

სულ ფიქრით ვთელე უშენობის მკრთალი მირაჟი

წუხელ სიზმარში სანატრელი თვალები ვკოცნე

მომენატრე და შეგაწუხე წუხელ სიზმარში.

არ დაიჯერო განშორება გამიადვილდა

ეკლიან ჯვარზე ზვარაკივით ვეცვი, ვეწამე

მე წარსულ დღეებს გაგახსენებ ისევ თავიდან

და ნაღვლიანად გადმოგვხედავს ვიღაც მესამე...

არ დაიჯერო მიგატოვე, ღმერთია მოწმე

სულ ფიქრით ვთელე უშენობის მკრთალი მირაჟი

წუხელ სიზმარში

სანატრელი თვალები

ვკოცნე

მომენატრე და შეგაწუხე წუხელ სიზმარში


23.06.2012

ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ,
მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით...
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.

შენ ახლა ისე მჭირდები, ისე,
ვით ღამეს დილა, დილას-საღამო...
როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე,
როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.

მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ
შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ...
ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს,
რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.

ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ,
გიპოვნი მაინც ხელისცეცებით,
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.