Kasutaja silent_dreamer päevik

silent_dreamer
35, Tbilisi, Gruusia

ღამის ფერებს აღსარება ჩავაბარე,
შენზე დარდი სულში ვეღარ ჩავატიე,
სიზმრად გნახე ცრემლი ედგა დაღლილ თვალებს,
ვიცი გული გატკინე და მაპატიე.
ვაი,ვეღარ გავუძელი უთქმელობას,
ბოღმის ცრემლმა ახლა ერთად ამოხეთქა,
ნიავს დედის სიყვარულის ლოცვა მოაქვს,
ისმის ნაზად მოალერსე გულის ფეთქვა.
სავსე მთვარემ მომანატრა შენი თავი,
გრძელი ღამე ფიქრში თეთრად გავათიე,
შენს მაგივრად საყვედურებს მითვლის ქარი,
ვიცი გული გატკინე და მაპატიე...


დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!

წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..


ამ საწუთროში ქართველად მოველ,
საქართველოა ჩემი ფესვები.
ჩემში სისხლია წმინდა ქართული,
სული უფალთან შენავედრები.
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
საქართველოა ჩემი ტაძარი,
ჩემი სისხლის და ხორცის საუფლო
და ჩემი ძვლების ძვალთშესაფარი.
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
ჩემთვის წმინდაა სიტყვა ქართული,
ჩემთვის წმინდაა მშობელი მიწის
ყოველი გოჯი სისხლით დაცული.
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
მეფე დავითის მკერდს გადავდივარ,
სადაც და როგორც არ უნდა ვიყო
ხმამაღლა ვიტყვი რომ ქართველი ვარ!


ბევრი ..ახსენებს დღეს უფლის სახელს, და აინთება წმინდაგიორგსანთელი..

...მე მივალ
ხატთან და ამას შევთხოვ..

..რომ ღმერთი იყოს თქვენი მფარველი..

გიორგობის ბრწყინვალე დღესესწაულს გილოცავ...ებარებოდე უფალს მარად


ნამდვილ მეგობარს უჭირავს ხელი,_
როს ებრძვი ტკივილს...


თუ რამე გტკივა შენთან ერთად ცრემლებით ტირის.
შენს სანუგეშოდ თავს გევლება ,სავსეა ნდობით,
ყველა სატკივარს გითანაგრძნობს ის წმინდა გრძნობით.
გულში ჩაგიკრავს მაშინაც კი, რომც სძულდე ყველას,
არ დაიშურებს თვით სიცოცხლეს... დაგიწყებს შველას,
ხან ფეთქებადსაც აგიტანს და მალამოდ გაქცევს,
შენთვის ილოცებს თუკი ოდეს ეშმაკი გაცდენს.
მეგობარია შენი მადლი და სიძლიერე,
მის თბილ მზერას და კეთილ ზრახვას გულით მიენდე,
კვალდაკვალ გზებზე მყარ კედლებსაც გიგებს სავალად,
თუ სევდა მოგდევს გულში გიხმობს ის დასამალად.
როცა შეიგრძნობთ ,რომ მარტო ხართ შენ და სამყარო,
როს სიმარტოვემ და ტკივილმა უფრო დაგღალოს,
თუკი გჭირდება დაგიფაროს ვიღაცამ ფრთებით ,
შემოგატაროს ეს ქვეყანა იმედის მთებით,_
მაშინ მოუხმე ნაღდ მეგობარს შენთვის საშველად,
მოგევლინება სანუკვარი სულიერ შვებად,
გამოგიწოდებს თავის ხელებს,ჩაგიკრავს გულში,
გინდ მათხოვარი ქუჩის იყოს_…


ნამდვილ მეგობარს უჭირავს ხელი,_
როს ებრძვი ტკივილს...


თუ რამე გტკივა შენთან ერთად ცრემლებით ტირის.
შენს სანუგეშოდ თავს გევლება ,სავსეა ნდობით,
ყველა სატკივარს გითანაგრძნობს ის წმინდა გრძნობით.
გულში ჩაგიკრავს მაშინაც კი, რომც სძულდე ყველას,
არ დაიშურებს თვით სიცოცხლეს... დაგიწყებს შველას,
ხან ფეთქებადსაც აგიტანს და მალამოდ გაქცევს,
შენთვის ილოცებს თუკი ოდეს ეშმაკი გაცდენს.
მეგობარია შენი მადლი და სიძლიერე,
მის თბილ მზერას და კეთილ ზრახვას გულით მიენდე,
კვალდაკვალ გზებზე მყარ კედლებსაც გიგებს სავალად,
თუ სევდა მოგდევს გულში გიხმობს ის დასამალად.
როცა შეიგრძნობთ ,რომ მარტო ხართ შენ და სამყარო,
როს სიმარტოვემ და ტკივილმა უფრო დაგღალოს,
თუკი გჭირდება დაგიფაროს ვიღაცამ ფრთებით ,
შემოგატაროს ეს ქვეყანა იმედის მთებით,_
მაშინ მოუხმე ნაღდ მეგობარს შენთვის საშველად,
მოგევლინება სანუკვარი სულიერ შვებად,
გამოგიწოდებს თავის ხელებს,ჩაგიკრავს გულში,
გინდ მათხოვარი ქუჩის იყოს_…


მაინც მიყვარხარ!
ამომაგლიჯე გული მკერდიდან,
მოდი თამამად!
მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე,
დღეს ხარ თამადა.
სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი,
მშრალად ვიტირებ,
და როცა სუნთქვა შემიჩერდება,
ბევრი იცინე.
ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს,
რა გინდა ნეტავ?
მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ,
როგორსაც მხედავ.
ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი,
ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო,
მეხსიერებც სულ წამიშალე,
სულში მაფურთხე,ნუ გერიდება
არ არის ძნელი,
შენი სამოთხე მე მეხატება
კუპრივით ბნელი,
ოღონდ იცოდე,როდესაც მოხვალ ჩემს მოსაკლავად
მე არ მოვუხმობ მფარველ ანგელოზს
ჩემს დასაცავად.
სულ ერთი მზერით,უცებ შეგიცნობ
ვიგრძნობ ვინცა ხარ,
და მერე გეტყვი ამ ორ სიტყვას,
"მაინც მიყვარხარ"


30.08.2011

მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა,
ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი არაფერი არა ხარ,
მაინც შემოგხარი, რატომ?
იცის ფოთოლმაც და ბალახმაც,
მე კი რანაირად გკადრო,
ჩემი სასურველი არა ხარ,
მაინც მესურვები, რატომ?
შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა,
ტკივილს ვეღარავის ვანდობ,
ჩემი დანიშნული არა ხარ,
მაინც ვეჭვიანობ, რატომ?
სული საოცრებამ დანაღმა,
ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი სიყვარული არა ხარ,
მაინც მენატრები, რატომ?


სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარების გედი,

ნაღვლიანი მზერა ჰქონდა, დარდიანი ბედი.

წვავდა შორი მოგონება და ოცნება მალი,

უშორესი მონატრებით გედი იყო მთვრალი.

ტბა ბურუსით მოცულიყო, გედის გული ნისლით,

ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა,ვერც ნაპირზე მისვლით,

ტბაში ჩანდა ზეციური ლანდის ანარეკლი,

ჩანდა გზები მოფენილი ვარდითა და ეკლით.

გედმა ეკლის გზა ირჩია,არ გათელა ვარდი,

და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი,

საკვირველი იყო გედი ,როცა ამდენს ძლებდა,

იმ გედს ერქვა სიყვარული და შენ დაგეძებდა


24.04.2012

გაგიღიმებდი....
აბა ღიმილის გარეშე როდის ვყოფილვარ შენთან?
შენ ხარ ჩემი ღიმილის მიზეზიც, საბაბიც, ადრესატიც და...........
საერთოდ, შენ ხარ ჩემი ღიმილი
თვალები გიბრწყინავს ბედნიერებითო იცი რამდენმა მითხრა უკვე?
მხოლოდ შენ ებედნიერები ამ თვალებს..


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.