Kasutaja silent_dreamer päevik

silent_dreamer
35, Tbilisi, Gruusia

15.08.2011

მომენატრე!
თითქოს ეხლა ვერ გხედავდე,
არ მესმოდეს თითქოს როგორ სუნთქავ მშვიდად?!
ხომ ჩემთან ხარ,აქვე ჩემთან სიხარულო?!
მე კი მაინც გამუდმებით მინდა შენთან!
მომეფერე!
ისე ვამბობ,თითქოს ეხლა შენი ხელი არ მითბობდეს შიშველ მკლავებს,
მარტო არ ვარ, გძინავს გვერძე მაინც ვდარდობ,
რა ოხრობაა გაათენებს ასე ღამეს?!
გაიღვიძე!
თუმცა ვიცი დაიღალე,თუმცა მიყვარს სიგიჯემდე როცა გძინავს...
ჰო,თბილა აქ...სიჩუმე დგას....მარტო არ ვარ!
მაინც მაკრთობს სიბნელე და სულს მიყინავს!
გიჩურჩულო?
ყველაფერი რაც დავთმე და რაც შევძელი დასათმობად..ამად ღირდაა...!
ეხლა მივხვდი, რომ დროს ვკარგავ ამ წუწუნში
მიიწიე სიხარულო....
შენთან მინდააა


15.08.2011

სასწაული ხარო
არა, სასწაული არ ვარ.
უბრალოდ ერთი პატარა,სულელი და უზომოდ შეყვარებული ადამიანი ვარ.
არ გჯერა?
ჩამხედე თვალებში და ეცადე დაინახო სულის ნაპირი.
არა,არ გებუტები,რატომ გგონია,რომ გაგებუტე?
უბრალოდ მიყვარს,როცა ზრუნავ ჩემზე, გაბუტვის გეშინია და მეფერები.
რატო ბრაზობ?
რა ვქნა,თუ სულ შენთან ყოფნა მინდა,ნუ იმიზეზებ,დრო არ მაქვსო,იცოდე ისევ გაგებუტები...


აი სად შევხვდით ვით ღამისთევა...
მე კი თურმე სად დამღამებია
შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ...
შენ უიმედოთ არ გყვარებია..
მე ახლა შენ წინ დაჩოქილ ვდგავარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,-
შენ რომ ეძებდი
ის ქალი მე ვარ,
მითხარი ხომ არ დავიგვიანე?
თუმცა უსიტყვოდ დამუნჯდა ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია,
შენ რომ გინდოდა
ის გული მე მაქვს
ვიცი სხვა გული არც გინატრია
შენ ეძახოდი შორს, შორით წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქროლია
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
მე ახლა შენ წინ დაჩოქილ ვდგავარ..
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი
ის ქალი მე ვარ -
მაგრამ ვაი რომ დავიგვიანე!!!...


თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.


არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.


15.08.2011

მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
ტანს რომ გისერავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.
იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
გინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო?
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.
მინდა...
გარღვეული სუნთქვა გაგიმთელო,
უკვე ქვადქცეული, ლოდინის ტარებით,
შენი უცნაური მზერა დავიჩემო,
ჩრდილად გადავიქცე შენი წამწამების..


სევდისფერ ზეცაზე ნისლმა ჩამოთოვა
ღრუბელი უსაღვრო დარდებმა მოიცვა
შენი გაღიმება ისე მენატრება
თვალებმა სიშორე ცრემლებად მოისხა

სიცივით ატუზულა ოცნება კიბეზე
მთვარე დავიწყებულ ფიქრებს ეფერება
ჩემო ანგელოზო ისე მომინდი
ამ თვალებს გადაღლილს, შენითღა ეშველება

არ იცი როგორი ცუდია ლოდინი
და თუ ლოდინმა დაკარგა ფასი
მერე ძნელია ძალზე ძლიერ მოგენატრება
არის რაიმე ?სამყაროში ამ გრძდნობის მსგავსი.

მე როცა ისევ შემომიტევს ეს თბილი გრძნობა
და კამარაზე თეთრი ღამე სარეცელს გაშლის
შენ გაგიხსენებ ჩემო ტკბილზე ტკბილო ოცნება
და შენ ბაგეებზე სიყვარულის ფიალას დავცლი


12.09.2011

გაგვაუცხოვა, გაგვარინდა
დრომ და სიშორემ.
გავურბი, მაგრამ შენზე ფიქრი
ვერ მოვიშორე....

სიყვარულს მალავს შენთვის ნათქვამი
ყოველი ბგერა...
ვცდილობ აგიხსნა, შენ კი
ჩემი არასდროს გჯერა....

''მიყვარხარ'' გითხრა? ეს სიტყვა
ხომ ძველზე ძველია
თუ დაფიქრდები ჩემი დუმილი
მეტის მთქმელია...


რა ტყუილად დავიჩოქე ხატთან
და რა უქმად დავადინე ცრემლი.

რა ტყუილად შეგავედრე ხატს და
რა ტყუილად შევაწუხე ღმერთი...

არ ყოფილხარ თურმე ღირსი არა
რომ უბრალოდ დაგრქმეოდა გედი

ოცნებით და სიყვარულის ბადით
მე რომ შენთვის მომექარგა ბედი..

თუმცა არა..
შეგავედრებ ღმერთს და..

თუმცა არა..
ისევ მივალ ხატთან..

დავიჩოქებ..!
დავიჩოქებ გესმის?!..

ოღონდ ღმერთმა შენ გამყოფოს კარგად...


12.09.2011

წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს
იმ მზერით, ყველაფერსრომ გეტყვიან.
სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს,
ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს.
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს,

სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს . .


12.09.2011

თუკი ოდესმე მოგენატრები _
დამიძახე
და შენთან გავჩნდები..
ქარიშხალივით ჩაგიქროლებ ლამაზ თვალებთან
და შენს თვალებში
ცრემლის წვეთებად დავიბადები..




ოღონდ მინატრე..

გულით მინატრე..
და გაზაფხულზე
ატმის ბაღებში ჩემს სურნელს იგრძნობ..
ოღონდ მინატრე..
ჩემი ხმა ინატრე..
და შემოდგომის ფოთოლცვენისას
ჩურჩულით გეტყვი
მუდამ შენთან ვარ,
ოღონდ მინატრე..
დამიძახე..
ხმა გამაგონე
და ოკეანის გაღმაც რომ ვიყო
ტალღებს გამოვყვები...
და შენთან გავჩნდები..
ოღონდ მინატრე
და შენთან მოვალ
ვერ შემაჩერებს ზამთრის სიცივე,
უთუოდ მოვალ..
მაგრამ.....
თუ მინატრებ და მე არ მოვალ...
დამიძახებ და არ გიპასუხებ,
მაშინ მიხვდი, რომ მიგატოვე შენ,
და მე
აღარ ვარსებობ...


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.