Kasutaja naniti päevik

naniti
45, Saint-Pierre-la-Garenne, Prantsusmaa

"უნდა გაზომო ნაბიჯი სულის,
რომ არ მოუხდეს თვალს ატირება.
ხანდახან უნდა გატკინონ გულიც,
რომ თავად შეძლო შენ პატიება...

ხანდახან უნდა იცრუო მაგრამ,
არ დაივიწყო სიმართლის არსი,
ხანდახან რაღაც შეცვალო რადგან,
ბევრია ირგვლივ ფლიდი და ფარსი.

ხანდახან გრძნობა უნდა გადადო,
რომ კვლავ მოგეცეს მეორე შანსი,
ხანდახან ვინმე უნდა დაკარგო,
რომ დაბრუნების გაიგო ფასი !..


შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.


31.10.2012


ნუ ელოდები ვინმემ გითხრას სამადლობელი,

მადლი აკეთე და პასუხს ნუ დაელოდები,

შენ გიხაროდეს რაც სიხარულს მიიღებ ლოცვით

და არა ღვინით გავსებული პირამდე ბოცით.

ნუ ელოდები...იქნებ არც ღირს სხვისთვის დალოცვად,

იქნება იმ სხვას სხვა სახატე უნდა სალოცვად,

ან იქნებ მისთვის სულ ერთია თეთრი და შავი

ვისთვისაც სცადე მოგეცილა ფერი ბედშავი.

იქნება მისთვის ღიმილიც კი ცრემლებად ფასობს,

არც ქალი ქალობს და კაციც კი არარად ფასობს.

მათი გულისთვის არ განუდგე საქმეს მადლიანს,

მიეც,ჩააცვი,დაეხმარე ბედით ავდრიანს.

და რაც გულს გუკლავს იმავეს ნუ გაიმეორებ,

იცი სიცოცხლეს ხელმეორედ არ იმეორებს

უფალი ჩვენი,ერთხელ გვაძლევს ამ ნეტარებას

და ღირსეულად შეიძელი მისის ტარება




ხან მონატრების ჩუმი სევდა მოგიკაკუნებს,
ხან მარტოობის აჩრდილები დაგესევიან,
მაგრამ იცოდე, არ დანებდე იმათ მარწუხებს,
არ დაემონო არასოდეს ფიქრებს სევდიანს.

ის არ იფიქრო ქვეყანაზე თითქოს მარტო ხარ,
თუ ზოგჯერ გიწევს პრობლემებთან მარტოს ჭიდილი,
მაშინაც შორს ხარ მეგობრისგან, როცა ახლოს ხარ,
მას კი გულს უკლავს შენს თვალებზე ცრემლის ციმციმი.

მაშინ, როდესაც გგონია რომ დაცემული ხარ,
უნდა წამოდგე ფერფლისაგან როგორც ფენიქსი,
ერთი იცოდე, ღმერთთან ერთად შენს გვერდში ვდგავარ
და ერთსღა გეტყვი მეგობარო: "აბა შენ იცი!".


მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება,
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება,
ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა
და ისიც თითქოს ყველაფერი გრდზნობით,
არ მემეტები, მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე,
არც ერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე,
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი,
შენ კი შავ-თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი,
მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს
სულ ის მინდოდა მოსილიყო შენთვის ზამთარი
რომ ჩემ სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი,
სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა
და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა,
ბევრი მინდოდა ალბათ ბევრი რაც არ მერგება რაც არ მეკუთვნის,
ის ხომ მაინც არ შემერგება
შენ არ გამტყუნებ,ყველაფერი ჩემი ბრალია,
რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია,
მე ვარ ასეთი შენ რას…


26.10.2012


ვიცი, რომ უკვე დაგავიწყდი,
აღარ მნახულობ,
შენ რომ ვერ გხედავ, გული მწყდება,
თითქოს ვმარხულობ...
რაღაც მაკლია,
რაღაც მინდა,
რაღაც მაწუხებს,
თუმცა არ ვიცი, სად გავექცე
ახლა მარწუხებს...

მეტი რა მექნა-
განაცვალე
გული ჩემს წილად,
მიყვარხარ მეთქი, რომ გითხარი-
თითქოს გეწყინა...
არა, არაფერს აღარ გეტყვი,
გული უტყვია...
უჩემოდ
დიდხანს როგორ გაძლებ,
ჩემო ბუტია...
ჩვენს ბავშვურ კამათს მოუხდება
ნეკი-ნეკი და...
წუხელის რომ არ დამესიზმრე,
გული მეტკინა...



ენატრები!!! ჰკივის ჩემში, ისევ შენი მონატრება

მენატრები!!! და სიშორეს მწარე სევდაც ემატება,
მენატრები!!! რა ვქნა თუკი უშენობა ცრემლებს ბადებს
მენატრები!!! მინდა გითხრა ვეღარ უძლებს გული ამდენს...
მენატრები!!! სულ გახსოვდეს უსაზღვროა ჩემი სევდა
მენატრები!!!მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ
მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლებ,
მენატრები!!! სევდიანი კვლავ გავყურებ ნაცნობ ქუჩებს...
შენს ლოდინში ცრემლიანი კვლავ ავივლი ნაცნობ აღმართს
შენზე ფიქრში უშენობის კიდევ ბევრი ღამე გავა,
შენზე ფიქრში სწრაფად გადის მარტოობის მწარე წლები
მაგრამ რა ვქნა მე თუ მაინც ძლიერ,ძლიერ მენატრები.



ვინა თქვა, რომ სიყვარული არ არსებობს,
ვინ არ იცის მისი სევდის არაკი,
ვინა თქვა რომ არ უყვარდა გალაკტიონს,
ვინ იტყვის, რომ არ უყვარდათ თამარი.
სიყვარულმა თუ არ იცის მწუხარება,
თუ ამ გრძნობას არ სჭირდება წამალი,
და თუ მართლა არ არსებობს სიყვარული
ბარათაშვილს რად სტანჯავდა ღალატი.
ვინა თქვა, რომ სიყვარული არ არსებობს,
ძნელი არის თურმე მასთან თამაში,
თუ რუსთაველს არ უყვარდა დიდი გრძნობით,
აბა, მაშინ, ვის უყვარდა თამარი


სიხარულისთვისადამიანსრა

ცოტა ჰყოფნის,

რა ცოტა უნდა იმისათვის,

გული ატკინო,

ზოგჯერ ნამცეცი თანაგრძნობაც

წამლად იქცევა...

კაცი ღიმილით,შეგიძლია

შემოაბრუნო!

დიახ!-სულცოტა,ცოტაგვინდასიხარულისთვის,

ცივ ადამიანს,ცხოველიც კი

არ ეკარება...

მივცეთ ეს ცოტა... ერთმანეთს რომ

მიზანი გვქონდეს,

სანთელ საკმევლის გზა არასდროს დაიკარგება


25.10.2012




შენი მონატრების ფერი დამდებია,

შენი სიყვარულის ძალა დამრჩენია,

სულში ჩამისახლდი, ვეღარ გაგიმკლავდი,

გული გამითბა და მერე შემიყვარდი.

ვეღარ გავუძელი შენგან ამდენ სითბოს,

ფიქრი -ფიქრია და დარდიც დამრჩენია,

ტანჯვა-წამებისთვის როგორ გამიმეტე,

ნუთუ არასოდეს არავინ გყვარებია?!

სარკმელს მიმაჯაჭვე,ვეღარ შეგელიე,,

დარდი გამიჩინე, სული შემირყიე,

წლები შეგალიე, ლოდინს შემაჩვიე,

ასე გაგიჟებით როგორ შეგეჩვიე...



Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.