Kasutaja ciuri päevik

ciuri
63, Thessaloniki, Kreeka

24.02.2011


კაცი?... კაცი ოხერია, – თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლება.
სახლში ცოლი თუ გაწყრება, – შუბლს იწმენდენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან.
კაცი?... კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე.
არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.
წარბი თუ არ გაუხსენი – წავა, არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
ან მანქანას გააგელვებს, ანდა ვაგონს გაჰყვება,
ვინმე გვერდში თუ არ უდგას, იქნებ არც ენაღვლება.
ქალი?... ქალი მხნედ გაუძლებს, ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს.
რაც არ უნდა სუსტი იყოს, შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.
თუ დასჭირდა, გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ…


არა, დრო ყველ


24.02.2011

და მაინც ყველაზე ერთგული ვიქნები!.....


24.02.2011

სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.


24.02.2011


შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ. ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ. როს


24.02.2011

VEGAR GAMIGIA MDZULXAR TU MIYVARXAR


24.02.2011

მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.
მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.
მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს


24.02.2011

ვიღაცამ მომოძღვნა ლამაზი ვარდები,
წუთით დამავიწყა პრობლემა, დარდები,
თუმცა სიყვარული იმ ვარდებს არ ახლდა,
რაღაც ქალური ჩემში კვლავ განახლდა.
მეჭირა ღიმილით ხასხასა ვარდები,
ეკალიც მჩხვლეტდა და სურნელიც მათრობდა,
სულაც არ მიყვარდა ვარდების პატრონი,
მაგრამ ყურადღება სულს მაინც ათბობდა.
გთხოვ, ნუ დაინანებ ქალისთვის ყვავილებს,
თუნდაც სულ პატარა, ლურჯთვალა იას,
ქალი არასოდეს ივიწყებს მამაკაცს,
მისთვის ერთი ღერი ყვავილიც თუ მიაქვს


ვინ დათვალოს ქვეყანაზე ქართლის ცრემლი გაღებული,
ვინ ისმინოს დედის დარდი თუნდაც ერთხელ გაგებული,
ვინ გაიგოს ცხოვრების გზა როგორ არის დაგებული,
ვინ დათვალოს მსოფლიოში ქართველები გაფანტული.
სამშობლოსგან მოშორებით როგორ უძგერთ იმათ გული,
და სამშობლოს მონატრებით როგორ დნება მათი სული,
ვინ უმღეროთ იმათ ნანა,ან სად ნახონ იმათ ლელო,
ან ვინ უთხრათ გაზაფხულზე,როგორია საქართველო?
ერთი წამით ვინ ანახოს,როგორია მთა და მდელო,
ან ვინ უთხრათ მათ გულისთვის სად ლოცულობს საქართველო,
ვინ გაიგებს სათითაოდ საით წავა მათი გზები,
ვინ გააქროს მათი დარდი,ან ვინ მისცეს იმედები?
ვინ დათვალოს თვალზე ცრემლი,ან მათ გულში ნაპრალები,
ვინ დათვალოს მსოფლიოში გაფანტული ქართველები.


ოცნება იმისთვისაა, რომ ყველაფერი რეალურად, შეუძლებელი წარმოსახვით მაინც აიხდინო...

ჰოდა მეც იშვიათად, მაგრამ ხანდახან მაინც ვოცნებობ შენზე...ამ ოცნებას სახელად ''შენ რომ ჩემი იყო ქვია''...ჰო...შენ რომ ჩემი იყო ......

არ გავუშვებდი ხელიდან არც ერთ წამს ისე, რომ არ მეგრძნობინებინა შენთვის თუ როგორ ძალიან მიყვარხარ...

არ დავაღამებდი არც ერთ დღეს ისე რომ შენ


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.