Kasutaja silent_dreamer päevik

silent_dreamer
35, Tbilisi, Gruusia

ურცხვმა ზეცამ შენი მზერა აირეკლა,

შენეული გამოხედვით მიცქერს.

ქარმა კიდევ შენი სითბო მაგრძნობინა,

მიპოვა და ჩამიხუტა მყისვე.

მონატრება გარეთ წვიმად დაიღვარა,

ჩამოუყვა ათრთოლებულ თითებს,

ამერია,აღარ ვიცი უშენობის

მერამდენე წუთის ათვლას ვიწყებ.

ყველა ფიქრი ისევ შენსკენ გამომექცა,

ახლა სულიც მხოლოდ შენსკენ იწევს.

შენი მზერა აურეკლავს ურცხვ ზეცას და

შენეული გამოხედვით მიცქერს


20.11.2011

მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.
დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით,
და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით,
აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ"
ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???

შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები
და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები.
აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი,
რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით..:(


20.11.2011

ოდესმე მოფრენილან შენთან სხვისი ჩუმი ნაფიქრით გაჟღენთილი, დამძიმებული ბაბუაწვერას გაწეწილი ნარჩენები?!
ოდესმე გაგიჟებით მივარდნილხარ ვინმესთან, ჩაგიკრავს გულში, გასრესამდე შემოჭდომიხარ და მიგიცია მთელი შენი გრძნობები?!
ოდესმე გილოცია ცრემლებით?! მითხარი, მითხარი რომ გჭერია შენი ცოდვების სიმძიმით ატირებული სანთელი.
მითხარი…მითხარი,რომ შენც შიშით და კრძალვით, რიდით და სიყვარულით სახეგაფითრებული მიდიხარ შენი ყველაზე ბინძური ცოდვების მოსანანიებლად და შენც ჩემსავით გეკვეთება ფეხები იმ წმინდა ოთახში შესვლისას.
მითხარი,რომ ჩაგისუნთქავს ჰაერი ტაძარში,აგივსია ფილტვები სიწმიდის სუნით და მზადყოფილხარ გაგუდულიყავი იმ სიწმიდეში, ოღონდ შენი სხეულიდან არ ამოგეშვა.
… მითხარი, უბრალოდ დამეთანხმე....…
მითხარი, რომ ერთხელ მაინც წამოგსვლია ცრემლი, ერთხელ მაინც გიტირია.
ოდესმე გინახავს დედის თვალები… გაგიჟებული, მზრუნველი, თბილი, მეოცნებე, ამაყი, მკაცრი, სიყვარულის თვალები,… თვალები შვილისთვის.
მითხარი რომ გული გაქვს...


20.11.2011

ქალი სიცოცხლეა, ქალი ცხოვრებაა,
ქალი მთვარეა და მზეა,
ქალი ოცნებაა, ქალი ცხონებაა,
ქალი სიყვარულის ტყვეა.
ქალი ცისკარია, ქალი ვარსკვლავია,
ქალი ყვავილია სულის,
ქალი სილამაზის დედოფალია და
ქალი რჩეულია უფლის
.


20.11.2011

ქალი სიცოცხლეა, ქალი ცხოვრებაა,
ქალი მთვარეა და მზეა,
ქალი ოცნებაა, ქალი ცხონებაა,
ქალი სიყვარულის ტყვეა.
ქალი ცისკარია, ქალი ვარსკვლავია,
ქალი ყვავილია სულის,
ქალი სილამაზის დედოფალია და
ქალი რჩეულია უფლის
.


ცალად შერჩენია ხეს ერთი ფოთოლი,

ალბათ დარდით იკლავს თავს. . .

ერთხელ შემძლებია თურმე სიყვარული,

ვეღარ შევიყვარე სხვა. . .

იქნებ გადახვეტოს ქარმა ეს ფოთლები,

იქნებ ამაშია ხსნა. . .

იქნებ ხელმეორედ ქარმა მაპოვნინოს,

შენსკენ მომავალი გზა.


ჩემი ღიმილით თქვენს გულს ვათბობდი,
მე ისევ შორს და
ისევ მარტო ვარ...
მადლობა ყველას, ვისაც ვახსოვდი,
მადლობა ყველას, ვისაც
ვახსოვარ!
ბევრ სადარდელს და ხიფათს
გადავრჩი,
ახლა სხვა ვარ და სხვა გზებით
მივალ,
მე მენატრება გავლა ქალაქში,
სადაც არავის დავვიწყებივარ.
ვერ
მოვისვენებ, ახლა თუ არ ვთქვი:
არ მავიწყდებით, თქვენთან თუ არ
ვარ...

მადლობა ყველას, ვისაც ვუყვარდი,
მადლობა ყველას, ვისაც
ვუყვარვარ!.


ღმერთო, მაჩუქე სიცოცხლე,ღმერთო, მაჩუქე წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი.
მკაცრად ნუ განმსჯი, უფალო,
ნუ დამიკარგავ იმედს,
დღეს თუ სანთელს ვერ აგინთებ,
ხვალ ხომ ვილოცებ იმდენს...
...იმდენს, რომ ცრემლი მომაწვეს,
ლოცვაში დავიღალო,
მხოლოდ ამ ერთს გთხოვ, უფალო,
რომ ფრთებით დაიფარო
ის, ვინც მანახა სიცოცხლე,
ვინც მაგრძნობინა წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი...


ისევ შენთან ყოფნა მომენატრა,

ჩემი ოცნებების გადარჩენა,

წვიმის უცნაური ბაკი–ბუკი,

შენი უცნაური გამოჩენა.

შენი სიხარული მომენატრა,

შენი თმებისფერი ნეკერჩხლები,

შენი გაღიმება მომენატრა

იისფერ ნისლივით დაბინდული.

შენი მონატრება მომენატრა

წ ვ ი მ ა. . .

ფ ო თ ო ლ ც ვ ე ნ ა. . .

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი .


ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე,
პირნაკლული ყველაფერი მეზარება,
სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ
და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება.
ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი,
კიდევ ვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება,
ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი,
თუ ღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება.
იმ დალოცვილ ომარსა და ჯალალედინს,
თუკი ასე ჰყვარებიათ ეს ზედაშე,
ჩვენ ვინა ვართ,მეგობარო, იმათ გვერდით,
რად გაგვკიცხონ ლოთობისთვის დღეს მე და შენ?!
ჩამოასხი, ყურძნის წვენმა მეც მაამოს,
ჩამოასხი!.. ჩემზე იყოს მაგის ვალი,
თუ სიკვდილი მიწერია ამ საღამოს,
მირჩევნია, მირჩევნია მოვკვდე მთვრალი...
...ჩამოასხი!.. მერიქიფევ, აბა, მალე!
პირნაკლული ყველაფერი მეზარება,
სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ
და ვინც მიყვარს, უფრო მეტად მეყვარება...


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.