Kasutaja silent_dreamer päevik

silent_dreamer
35, Tbilisi, Gruusia


თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს,
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს,
მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას,
დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას,
ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას,
ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს,
გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის"
ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,რად ვიღიმი მუდამ ასე,
არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს!
ვერას ვამბობ,ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს,
გაიკვირვებთ ალბათ ყველა,თუ დავიწყებ უცებ ტირილს,
სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს,
ყველა ჩემი გულის…


გინდა რომ მიყვარდე? - მიყვარხარ !

სადამდეც იმსახურებ მხოლოდ იქამდე,

ჩემი სიყვარული თუ გინდა გიწილადო

შენს გულშიც ჩაიხედე....შენც უნდა გიყვარდე!

მელოდები? - რატომ მელოდები !

ცხოვრება სასტიკია - ხალხს დროს ართმევს,

თუ არ მოინდომებ ამ ცხოვრებაში,

ბედნიერებას ვერავინ მოგართმევს.

გაპატიო? - გაპატიებ !

მთავარია რომ შენ შენს თავს აპატიო,

და ნათლად დაინახავ რომ

ადგილი გექნება სრულიად საპატიო!

დაგიჯერო? - დაგიჯერებ !

მთავარია რომ შენ შენი დაიჯერო,

და თავი შენი

საკუთარი თავის რწმენით გაიჯერო!

წამოვიდე? - წამოვალ !

მთავარია რომ შენ წამოხვიდე,

და მაქედან სადაც ეხლა ხარ

ცადო რომ .......... შენითვე ამოხვიდე.

ვეცადოთ? - ვეცადოთ !

მთავარია რომ შენ ეს ცადო,

უნდა მოინდომო და .....

ძალიან..... ძალიან უნდა ეცადო.

ალბათ ხვდები რომ აქ ყველაფერი,

მხოლოდ შენშია და ნუ მკითხავ რახდება,

შენს დასახმარებლად შენ თუ არ დაეხმარე,

ვერავინ…


გინდა რომ მიყვარდე? - მიყვარხარ !

სადამდეც იმსახურებ მხოლოდ იქამდე,

ჩემი სიყვარული თუ გინდა გიწილადო

შენს გულშიც ჩაიხედე....შენც უნდა გიყვარდე!

მელოდები? - რატომ მელოდები !

ცხოვრება სასტიკია - ხალხს დროს ართმევს,

თუ არ მოინდომებ ამ ცხოვრებაში,

ბედნიერებას ვერავინ მოგართმევს.

გაპატიო? - გაპატიებ !

მთავარია რომ შენ შენს თავს აპატიო,

და ნათლად დაინახავ რომ

ადგილი გექნება სრულიად საპატიო!

დაგიჯერო? - დაგიჯერებ !

მთავარია რომ შენ შენი დაიჯერო,

და თავი შენი

საკუთარი თავის რწმენით გაიჯერო!

წამოვიდე? - წამოვალ !

მთავარია რომ შენ წამოხვიდე,

და მაქედან სადაც ეხლა ხარ

ცადო რომ .......... შენითვე ამოხვიდე.

ვეცადოთ? - ვეცადოთ !

მთავარია რომ შენ ეს ცადო,

უნდა მოინდომო და .....

ძალიან..... ძალიან უნდა ეცადო.

ალბათ ხვდები რომ აქ ყველაფერი,

მხოლოდ შენშია და ნუ მკითხავ რახდება,

შენს დასახმარებლად შენ თუ არ დაეხმარე,

ვერავინ…


14.12.2011

არის დრო... როდესაც არაფერი მიხარია... არის დრო... როდესაც თვალები მხოლოდ ერთ ჩრდილს მიეჯაჭვება... არისდრო..... როდესაც ვხვდები, რომ სიმარტოვე მეტად სასიამოვნოდ ღიღინებსსიჩუმის სანოტო ხაზებზე სისუსტით მიწერილ პრიმიტიულ მელოდიას... არის დრო.......... როდესაც ვრძნობ, რომ დროს ავცდი... და ყველაფერი გარშემო ათასწლეულის ცივი შხეფებია უსასრულობაში... არის დრო..... როდესაც, ვგრძნობ, თუ მომისმენენ_გამიღიმებენ! არის დრო.....როცა მეშინია! არის დრო........როცა მენატრება ნეტა ახლა რისი დროა?


...ვიცი თუ დავწერე მიშველის,
ლექსს ფიქრს გავაყოლებ დარდიანს,
მერე ნაცნობ ბილიკს გავყვები,
ისევ შველას შევთხოვ მადლიანს.
მტკივა... ვაღიარო?-არ მინდა!
სულში ჯოჯოხეთი ტრიალებს.
ვცდილობ საკუთარ თავს გავექცე,
დრო ვერ მოაშუშებს იარებს...
დამღალა ნიღბების სიცივემ,
განა ასე ბევრი ვინატრე?!...
მხოლოდ ჩემი წილი სითბო და
ღვთისგან ბოძებული სინათლე...


მიყვარხარ... და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება, რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა.
ოცნებას, რომელსაც ვატარებ დღე და ღამ,
ოცნება, რომელიც მინდა,
მაგრამ არამაქვს უფლება ოცნების,
რადგან შენ ასე გინდა.
წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები,
წავედი სიმშვიდე მინდა.
თითქოსდა მივდივარ , თითქოსდა გშორდები
ცრემლები არაფრად ღირდა.
მიყვარხარ... და მაინც გეტყცი, რომ მშვიდობით...
მშვიდობით შენ ასე გინდა.
ოღონდაც შენს სახეს ვხედავდე ბედნიერს ,
მე ქვეყნად მეტი რა მინდა.
მიყვარხარ... გშორდები...ფიქრები თან მაწევს
ცხოვრების უმძიმეს ტვირთად.


ქართული გული,

ქართული სული,

ქართული ღვინო,

ქართული პური,

ქართველი კაცი-

ქართული ყანწით,

ქართველი ბავშვი-

ცელქი და ანცი,

ქართველი ქალი,

მშვიდი და წყნარი,

დიდრონი მთები,

კამკამა წყალი.

ქართველნო,მთაში...

ქართველნო,ბარად...

ქ ა რ თ ვ ე ლ ნ ო,

მყარად,მარად და მარად!!!


ფიქრში გახვეული ძლიერ მენატრები..
|წყენა დავივიწყოთ ყველამ გვირჩევნია
|ვიცი უშენობით ვეღარ ვიარსებებ
ღმერთო მოკვდებოდე ბარემ მირჩევნია..
|სადაც წასულხარ და სადაც წამოსულხარ
|შენი ნაკვალები ყველგან მიძებნია..
|ქვეყნად პოეტობა შენით შევისწავლე
|და ეს ლექსებიც შენზე მიწერია..
|შენ ვერ შეიღირსე ჩემი სიყვარული
|სული ეხლაც ისევ შენით მტკივებია..
|მოდი დამიბრუნდი,გული გამიხარე
|შენთვის ყველა ცოდვა მიპატიებია..


30.11.2011

თოვს,მენატრები,

ცივათ ვარსკვლავებს,


გადამალულებს ზეცის უბეში,

მერე ფიფქები,ტკივილს გასხლავენ

და ნათოვარზე,მოვა ნუგეში.

სხეულის იქით სხვა,სულერთია,

შემოდის ღამე,ლექსის მრითმავი,

თოვს,მენატრები და სულერთია,

ოღონდ მოდი და რამე მითხარი.

შორსა ხარ ახლა,


ცხრა მთის გადაღმა,

დავიწყებულო ზამთრის არაკო,

თოვლი წამოვა ისევ ამაღამ,

ლექსებით უნდა გელაპარაკო


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.