Kasutaja silent_dreamer päevik

silent_dreamer
35, Tbilisi, Gruusia

რატომღაც ტანში შემზარა
იესოს ხატს რომ შევხედე,
ვემთხვიე მორიდებით და
შიშით განვშორდი იმ კუთხეს...

სულ რაღაც წამში გამოჩნდა,
თვალწინ დამიდგა გოლგოთა,
იესომ ჯვარი ატარა
ჩვენ კი დღეს გვაცდენს სატანა !

იესომ სისხლი იდინა,
ცრემლი ანთხია ღვარ-ღვარად,
ეკლის გვირგვინი დაიდგა,
შესწირა დედა -ვა რასა !

სულ შენთვის ადამიანო
ითმინა ტანჯვა-წამება,
შეურაცხყოფა რამდენი
30 ვერცხლად გაყიდვა...

ჯვარზე გააკრეს იესო
სისხლის წვეთებმა იდინა,
დედა ღვთისმშობლის ცრემლები
გულზე ლახვარად ეფინა..

გოლგოთას მიწა შეირხა
ცა აგრუხუნდა ცივადა,
ჰაერი სხივმა გააპო
ცრემლმა იდინა მიწადა..

გავიდა სამნი დღენი და
აღსდგა უფალი იესო,
ჭრილობებს ხელი შეახეს
ირწმუნეს -კირიელეისონ !

ითმინა დამცირება და
კაცთა უღმერთო ქცევანი,
ადამიანო შენთვისა
კაცი გაღმერთდა-ღმერთმანი !

მხოლოდ ამას გვთხოვს:’’მირწმუნეთ ,
ილოცეთ,გული გამიღეთ,
მარტო არასდროს იქნებით
და გზებსაც თვითონ გიჩვენებთ’’...

ჩვენ კი დღეს ასე გულგრილნი
ცივად შევხვდებით განთიადს,
სამადლობელსაც არ ვიტყვით
რომ ამ ღამემაც ათია ... !



18.12.2011

დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ


18.12.2011

წახვედი,მაგრამ ეს კარგად მჯერა,

ვერ დამივიწყებ მაინც სრულიად,

მარად შენთან ვარ,ვით ბედისწერა,

ვერ გამექცევი გზა დახშულია.

მე შენი გზა ვარ,შენი სახლი ვარ,

ჩემზე იფიქრებ ღამით თუ დღისით,

შენს გულში ისე დიდად ვმარხივარ,

რომ არარ არის ადგილი სხვისი.

ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს,

ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ,

ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე,

შენი ცხოვრების თავი და ბოლო.

ვისიც არ უნდა გესმოდეს ხმები,

მე მომიგონებ იმ ხმებში მწარედ,

ბაღის ქარივით შემოგეხვევი,

არ მოგაშორებ ღამეულ თვალებს.

და როცა გვიან მარტო დარჩები,

არ მოგასვენებ,არსად არ წავალ,


მინდა ფიქრები დაგირბიო,
ისე შემოვიჭრა შენში,
და მყუდროება დაგირღვიო,
გულის ხმამაღალი ფეთქვით,
სულის სიმშვიდე დაგიკარგო,
არ მოგასვენო წამით,
დღე ოცნებებში ჩაგექარგო,
ლამაზ სიზმრებში ღამით.
მინდა, საფიცრად გადაგექცე,
შენი მონატრება ვიყო,
ვიყო გაგიჟება შენი,
შენი მწუხარებაც ვიყო,
შენი გაზაფხული ვიყო
ატმის ყვავილების ფერი,
შენი სიყვარული ვიყო,
ვიყო უსასრულოდ შენი…


18.12.2011

მე ბევრი რამე არ მომწონს ქვეყნად,
ან რატომ უნდა მწამდეს ყოველი,
რისთვის აცდუნა ადამი ევამ,
ან ქალებისგან სხვას რას მოველით?!
ქალი, ყველაზე დიდი ცდუნება,
ყველაზე სუსტი წერტილი კაცის,
ასეთი არის ჩვენი ბუნება,
ქალის გულისთვის სულსაც კი გავცვლით…
ქალია ჩვენთვის ცხოვრების აზრი,
ჩვენი მეგზური ჭირშიც და ლხინშიც,
მაგრამ ხანდახან ზედმეტად ბასრი,
ხან ღუმელივით თბილი, ლოგინში…
ჩაგიპაჭუნებს რომ შეგაცდინოს,
ქვეყნად ყველაზე ლამაზი თვალი
და გულითაც რომ არ გეწადინოს,
მაინც გაჰყვები ალერსით მთვრალი.


18.12.2011

სადღაც გაიფრინა გუნდმა თოლიების,
მზეში ყველა ღრუბლის სევდა შემდნარიყო.
ალბათ, მამა ღმერთსაც დავიყოლიებდი,
წვიმა მოვიდოდა, შენ რომ ჩემთან იყო.

ჭკნება გაზაფხული მიღმა დარაბების,
ზაფხულს შემოდგომა გარდაცვალებია.
რა ვქნა? არ მახარებს ისე არაფერი,
როგორც სიყვარულის ჟონვა თვალებიდან.

ჰოდა მეტირები, ისე მეტირები,
ლამის თვალებიდან ვიგრძნო ფოთოლცვენა,
ვიცი, უსასრულო დარდი ვეღირები,
ანდა სინანული თვითმკვლელ მომლოცველთა...

სადღაც უჩვეულოდ კვნესის როიალი,
გული აუჩუყდა მზეს და ჩაიძირა,
გზებმა მოწყენილი ხალხი მოიარეს,
ხალხი მოიარეს, თუმცა, რა იციან

როგორ ფარფატებენ ცაში თოლიები,
ჩემში უშენობა როგორ შემდნარიყო.
ალბათ, მამა ღმერთსაც დავიყოლიებდი,
წვიმა მოვიდოდა, შენ რომ ჩემთან იყო...........


18.12.2011

ახლა ჩემთან რომ იყო... ხელს ჩაგკიდებდი, მხარზე ჩამოგადებდი თავს და ასე ვიჯდებოდი ყვითელი ფოთლების ფარფატს მიშტერებული... არასდროს მომბეზრდებოდი...


ახლა გაკოცებდი,
ისე მონატრებით...
ისე მენატრები, სულსაც გაჩუქებდი...
ღამის გათენებას, ერთად მოვასწრებდით...
ოღონდ, მენახე და სულაც, გავჩუმდები...
მე ვარ, შენი სული,
ერთი სხეულიდან...
შენი სიყვარულის უხმო ჰარმონია...
ისევ ამედევნა, სევდა წყეული და
ისევ მენატრება, ჩვენი მაგნოლია...
ისევ მომენატრა,
შენი ნელი სუნთქვა...
შენი მოფერება, კოცნა ვნებიანი...
გახსოვს?
მთელი ღამე, როგორ ჩაიხუთა...
დილა მოგაგებე, მაინც სევდიანი...
მალე გაზაფხული წავა,
მოგონებად...
და მზე გააშიშვლებს, ზაფხულს აჩქარებით...
მე კი, შენი კოცნა ახლაც მაგონდება...
და დღეც, დაღამებას სულ, რომ ვაჩქარებდით...
ისე შემომაცვდა,
ტანზე გაზაფხული...
ახლაც, ყოველ ღამე, ისევ მელანდები...
მე შენ მოგიძღვენი,
ჩემი სიყვარული...
მაინც მიყვარხარ და ისევ მენატრები




Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.