Kasutaja LLalikoo päevik

LLalikoo
32, Poti, Gruusia

01.10.2011

იცით, ის პატარა გოგოა,

ისეთი გოგოა,რავიცი...

არ ვიცი მატარა როგორ და,

მციოდა, ადგა და ჩამაცვა.

ქარი შემოუჩნდა ჩვენ ჭადარს,

შედგა და ჩალეწა ლავიწი.

ვფიქრობ და ერთი მაქვს ეჭვად ,ხვალ...

ხვალ გულში ჩავსვამ და ჩავიწერ

იმ გოგოს...

ისეთი ციცქნაა...

ისეთი თბილია, ისეთი...

დედა, შენს სახელს ვფიცავარ,

ვერავინ ვერ მიგებს მის მეტი.

ბაღებში მოგროვდა ფოთოლი,

ქარმა მეც პერანგი გამაძრო.

დე, ხო ჯობია მოყოლილს,

მოგიყვანო და გაგაცნო?..
 


  1. – ჩემი ცოლი შველივითაა, შველივით!
    ესმის მიხოს ტელევიზორიდან, ერთ-ერთი სერიალის ერთი გმირის ნათქვამი.
    მიხო გვერდით მჯდომ ცოლს გადახედავს და თითქოს იმ სერიალის გმირს პასუხობსო ჩაილაპარაკებს:
    – ხო, ჩემი ცოლიც რაღაც ცხოველსა ჰგავ!
     
  2. – გამარჯობა ექიმო, ჩემი ანალიზების პასუხები უკვე მზადაა.
    – კი, მზადაა.
    – მერე რა ხდება, როგორაა ჩემი ჯანმრთელობის საქმე?
    – ცუდად, ძალიან ცუდად.
    – რამდენი ხანი დამჩა სიცოცხლე?
    – 10.
    – რა 10? თვე, კვირა?
    – 9, 8 ,7…
  3. ბავშვი შედის აფთიაქში:
    – ტკივილგამაყუჩებელი გააქვთ?
    – კონკრეტულად რა გტკივა?
    – ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ მამაჩემი მშობელთა კრებაზე წავიდა
  4. ორმა სვანმა ტაქსი გააჩერა: 

    – სამ კაცს არ მიგვიყვან დიდუბემდე? 

    – კი, მაგრამ თქვენ ხომ ორნი ხართ? 

    – როგორ, შენ არ მოდიხარ
  5. – გათხოვებას რომ აპირებ, ბორშჩის გაკეთება მაინც თუ იცი?…



იცი? ის დრო მენატრება
უმწიკვლო და ფერადი,
გრძნობა იყო შემართება,
მხოლოდ გრძნობით ვღელავდი;
უმეტესი რაც კი ფიქრში
გამივლია-იყო კოცნა
და სხვა რამე-”ქალის ჯიშის”
იმ ჩემს ფიქრებს არ ემოსნა...


ვერ დავემალე ვერასგზით სევდას;
სიზმრად მოდიხარ,ხატად მეზმანები ;
თვალები წარსულის ნაგლეჯებს ხედავს…..
სხვისი ნაფერები მაინც მეყვარები.

რა ვქნა დაჯაბნა გულისთქმა აზრმა,
აზრმა არჩია თამაში ნამდვილს;
შემოიმსხვრია გრძნობები ბრაზმა,
ვიცი ეს სევდა დამღლის და დამღრღნის.

შენ არ გამტყუნებ-ბრალი ჩემია,
ახლა სხვისი ხარ-მე კი მედარდები;
ახლა აზრები გულს მქეჯნიან….
სხვისი ნაფერები მაინც მეყვარები.
 


პირველ სიყვარულს გაუმარჯოს…

პირველად დადენილ ცრემლს….

პირველ დანაკარგს გაუმარჯოს,

და მისთვის მიძღვნილ ლექსს…

პირველ შეხებას გაუმარჯოს,

პირველ კოცნას და ცრემლს,

პირველად გაცვეთილ სტრიქონებს გაუმარჯოს,

პირველად დაწერილ ლექსს…

პირველად დანთებულ სანთელს გაუმარჯოს,

ზეცისკენ აღმართულ ხელს,

წყვილის წმინდა ლოცვას გაუმარჯოს,

უფლისთვის ნავედრებ ბედს,

მოდით გაუმარჯოს პირველს ყოველივეს…

სიყვარულს…

ნაღველს

და…

ცრემლს…

 


28.09.2011

არ ვიცი რა დაგარქვა, არ ვიცი რა გიწოდო,
არ ვიცი რანაირად და როგორ მოგიპოვო.
არ ვიცი რით გაგართო, არ ვიცი რით გაგათბო,
არ მინდა სიზედმეტით მოგბეზრდე და დაგკარგო.

მოგიძღვნი ამ გულში არსებულ ყვავილებს,
დავკრეფ და ფეხქვეშ მე კრძალვით დაგიფენ.
მინდა, რომ ჩვენ ერთად შევიგრძნოთ სამყარო,
ხელის გულზე დაგისვა და ასე გატარო.

ჩემთან ხარ ოცნებას შემატე ფერები,
ჩემს კალთაში თავი გიდევს, თმებზე გეფერები.
ვერ ვიხსნი ვერაფრით ვარდისფერ სათვალეს,
შენი ვარ ახლაც და მერეც, ჩათვალე.

წვიმაში დავრბივართ, ვერთობით ვსველდებით,
დავქრივარ, დავფრინავ ვერაფრით ვჩერდები.
მინდა, რომ გავიგო შენგან ეს სიტყვები:
“მჭირდები, მჭირდები, მჭირდები. მჭირდები.”

დავივლით ამ ქუჩებს სიმღერით, ღიღინით.
უკან მოვიხედავ, თამამად მიღიმი.
და ეს ღიმილი მე ცამდე ამიყვანს,
ზოგჯერ ჭკუიდანაც გადამიყვანს.

ახლა ამ ჩემს გულში თოვლად მევლინები,
მალულად, ჩუმად, ნელ-ნელა მეყინები.
სურვილი მაქვს გაგათბო,…


შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ,
მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს,
ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ,
ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.

“მიყვარს…. არ მიყვარს…” ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება “არ მიყვარს”,
ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი,
მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.

ყოველ ცისმარე არვეს გავდენი,
ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად
და შენზე ფიქრით ნაღალატევი
გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ…

მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი,
თბილისის კართან შენ თუ შემხვდები,
“არ მიყვარს…” “მიყვარს…” ფოთლებს მივძახი,
მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.

შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც…


 


28.09.2011

ეს ფიქრები მხოლოდ მისია,
ამ სიყვარულის ვიცი ღირსია.
ოცნება ისევ გულში ტრიალებს,
ეს სიყვარული გამაფრთიანებს.
ოდესღაც ვიცი მაჩუქებ იებს,
ქვეყნად ყველაფერს მე გაპატიებ,
მაჩუქებ ჩემთვის სანატრელ სიტყვებს,
თავში ვალაგებ მოგროვილ ფიქრებს.
გულის ტკივილი არ მინდა ვიგრძნო,
ცივი ხელები შენით გამითბო,
გიყურო თვალებში, ხვდებოდე რას ვგრძნობ,
შევძლებ ამისთვის ბევრი რამ დავთმო.
ალბათ, ზედმეტად გინატრე გულში,
არ მინდა დაღლა რომ ვიგრძნო სულში,
ვცდილობ, გავექცე შემზარავ ფიქრებს,
მოვალ, სახეზე შეგახებ თითებს.
შენში უზომო სიკეთეს ვხედავ,
შენზე ოცნებას, ნატვრასაც ვბედავ,
ერთი თხოვნა მაქვს სულ იყო ასე,
არ შეიცვალო არასდროს სახე.
ყველა ნიღაბით დადის ამ ქვეყნად,
უშენოდ გულში მალე ღამდება.
არ დამინახავს შენში სიყალბე,
მაგ თვალებიდან მოსჩანს სიმართლე.
როცა ვერ გხედავ გულში ქარია,
და როცა გხედავ თბილი დარია.
ამ სიახლოვეს ვიცი რაც ჰქვია,
ვიცი, რომ მოხვალ ადრე თუ გვიან.
და თუ არ მოხვალ…


ამშლია ფაფარი უხედნელ კვიცივით,
სიგიჟის წვეთები თვალებში ელავენ…
ნუ შემეჯიბრები_ვამბობ და ვიცინი…
ვნების ამბორები ჩემ სხეულს თელავენ.
არ არის ნაპირი, ზღუდე და საზღვარი…
თუ არის დათრობა_უნდა გაილეშო,
წაგება…
მოგება…
არ არის მთავარი…
თუ ვერ გამთელდები უნდა დაილეწო…


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.