Kasutaja pandora päevik

pandora
42, Tbilisi, Gruusia

15.09.2009

ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა,

ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა,

ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს

თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ.


15.09.2009

გვიან ღამით ხომ შენზე ფიქრებს რითმები ვანდე,

პაიკთა შორის მოგანიჭე თვით მეფის როლი,

წარმოვიდგინე : შენ იყავი მეფე გიორგი,

მე კი ბედისგან დაჩაგრული ერთგული ცოლი.

ეს ცხოვრება ხომ სცენა არის გამიგონია,

ყველა ჩვენთაგანს ამ სცენაზე თავის როლი აქვს.

დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია,

ვისაც ოდითგან ღირსეული მეფე ყოლია.


15.09.2009

სულ ის მაფიქრებს, რას შეგადარო,

შლეგი სურვილის დიდო ალამო,

გნებავს?– მიბრძანე რით დაგიფარო,

ჩემი ჭრილობის ნაღდი მალამო.

 

გეძახი, მოდი, უნდა დაგზაფრო !

ქალზე ფიქრები უნდა გასწავლო,

მე ჩემს ნებაზე უნდა გატარო,

ჩემს სიურჩეზე გადაგატარო.


15.09.2009

კიდევ ერთხელ უსაშველოდ გელი,

სინანულის უსიტყვობა მკლავს.

ქარბორიამ დაიკრიფა ხელი,

მხოლოდ ერთ წამს ვერ ვპატიობ თავს.


მე მოვალ შენთან,

არა ისე, როგორც ყოველთვის.

მე მოვალ შენთან, სულ სხვანაირი,

შენს გამო, შენთვის...

მოგიტან ვარდებს,პირმომცინარ, გულგადახსნილ,

სახეგაბადრულ, ვარდისფერ ვარდებს,

არაფერს გეტყვი,

არ შემოგახვევ ჩემს მღვრიე დარდებს.

შემოგასხურებ შვების წვეთებს

ძველ ტკივილებზე .

გადაგასვენებ რუხი მთების

თეთრ გვირილებზე...

გაინაბები, გაოცებული ჩემი ქმედებით,

დაიფარები ჯადოსნური ცისარტყელებით.

დახუჭავ თვალებს, თვალებს მოღლილს

სავსეს ტკივილით,

და გადაქანცულს დაგეძინება

თბილი ღიმილით...

მე მოვალ შენთან,

მოვალ ახლოს,

მოვალ ახლოს და.... მოგეფერები....

მოგეფერები არა სიტყვით, არა შეხებით,

მხოლოდ ოცნებით – ჩემი ოცნებით,

მხოლოდ ლოცვით – ჩემი ლოცვით,

პაწაწა ლოცვით მოგეფერები....

მე მოვალ შენთან,

არა ისეთი როგორიც უწინ,

მე მოვალ შენთან,

გრძნობით გულუხვი

და არა ძუნწი.

მე დაგიკოცნი არა ღაწვებს , არა ბაგეებს,

რადგან ეს კოცნა გაგამწარებს,

კვლავ მარცხს გაგემებს.

მე დაგიკოცნი, არა თვალებს,

არა წამწამებს,

სულს დაგიკოცნი, სულს დატანჯულს,

სულს განაწამებს.

მერე დაგტოვებ არა ისე

როგორც ვიცოდი,

დაგანახებ რომ ადრე თურმე

ცუდად მიცნობდი .

გულში დაგლოცავ…


14.09.2009

როგორ მენატრები მარად მყავდე გვერდით,

შენი მკერდის ფეთქვას გრძნობდეს ჩემი მკერდი.

ჩვენი ერთად ყოფნა ლამაზ სიზმარს გავდეს,

ვით ნიბლია ჩიტი გულთან ახლოს მყავდე....

როგორ მენატრები, გული როგორ ითხოვს,

შენთან ახლოს ყოფნას, შენს ალერსს და სითბოს.

შენს ლოყას და ნიკაპს, მივიყრდნობდი მხარზე

მერე დიდხანს, დიდხანს, მოგითხრობდი ამბებს....


დუმილი მეწვია სახლში,

და ღამეს დუმილი შვენის.

მთვარე კი ოცნების მახვში,

მართლაც რომ ვერაფერს მშველის...

სულს სცივა უშენოს ახლა,

მგონია მოსულხარ კართან.

მგონია რომ ისევ გნახავ,

სურვილმა გაშალა კალთა.

სარკმელთან მომდგარხარ თითქოს,

მეძახი , მიხმობ და მეძებ.

მე შენთან წამოსვლას ვითხოვ,

უშენოდ ნამდვილად ვერ ვძლებ.

რაკოღა არ ჩანხარ არსით,

ცრემლებით მოვყვები ნიავს,

შენ ჩემი ცხოვრების არსი,

და ჩემი ტკივილი გქვია.... 


ვლოცულობ შენთვის...

მაგრამ წავალ...

მარადისობის ბნელ ბურუსსა და მშობელი მიწის თბილ წიაღში ვპოვებ სიმშვიდეს...

და რადგან მართლაც წუთისოფლის ვიყავ სტუმარი,მოულოდნელად შევატოვებ ბოლო სასმისს მაცდურ მასპინძელს...

მე წავალ უხმოდ,უხმაუროდ,უსაყვედუროდ...დაღლილი გულის ყრუ ტკივილებით და ჩუმი სევდით, და ჩუმი ნატვრით,რომ თუნდაც ერთი ახლობელი მყოლოდა გვერდით...

ისე ყარიბად, უნუგეშოდ, მოუფერებლად, შიშით და ძრწოლვით,მარტოდმარტო,შევაღებ კარებს იმიერსოფლის...

იქნებ გგონია მიგატოვებ?!

არც გაიფიქრო,ჩემი სული კი შენს გარშემო იქნება მუდამ,ოღონდ გახსოვდე, და გახსოვდეს ის სიყვარული, რომლითაც სავსე გული დაგვქონდა მუდამ...

მე გევედრები , რომ ამინთო ერთი სანთელი,ჩუმი ლოცვით,ჩუმი ვედრებით,უსმინე საათს სამარემდე რომ მიმაცილა,როგორც ერთგულმა მეგობარმა და ჩემი ყოფნის ბოლო ჟამი დააფიქსირა....

რა დრო გასულა, დიდიხანია აღარ მესმის შენი გულის ხმა, შენი ძახილი.

მაგრამ საათი, ჩემი საათი,შეუჩერებლივ ითვლის წამებს…


16.06.2012

"გამოწვდილ ხელებს შეიძლება
დაუგდო ხურდა,
გამოწვდილ ხელებს შეიძლება
დაადო ხუნდი,
გამოწვდილ ხელებს შეიძლება
ეამბორო და
გამოწვდილ ხელებს შეიძლება
ენდო ბოლომდე."


02.02.2010

შენ ხარ ფიქრები,ხარ ოცნება სურვილი ჩემი
ხარ განთიადი,ხარ დაისი ვით სულის მწველი.
შენ ხარ დღის შუქი და უთვალავი ვარსკვლავი ცაზე
ხარ ბობოქარი და საზარელი ტალღები ზღვაზე..


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.